ბონუჩი: “იუვენტუსი” თავის სათქმელს ყოველთვის მოედანზე ამბობს”
ტურინის “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე დიდებული ქამ-ბექი შემოგვთავაზა და მომდევნო ეტაპის საგზურიც მოიპოვა. “ატლეტიკოსთან” მოგებული ბრძოლის (3-0) შემდეგ, ლეონარდო ბონუჩიმ პრესასთან ისაუბრა.
“ეს მართლაც რომ დიდებული საღამოა “იუვენტუსისათვის”. ბოლო დროს ძალიან ბევრი რამ ითქვა, მაგრამ “იუვენტუსი” თავის სათქმელს ყოველთვის მოედანზე ამბობს. ოთხი რეალური შანსი შევქმენით და მათგან სამის რეალიზება შევძელით.
ბოლომდე ვიბრძოლეთ, სისხლის ბოლო წვეთამდე. მართალია, რომ “ატლეტის” ფეხბურთელები აკლდა, მაგრამ ასევე ჩვენც. დღეს ფანებმა მეთორმეტე მოთამაშის როლი ითამაშეს.
ჩვენ ბრწყინვალე მწვრთნელი გვყავს, რომელმაც მეოთხედფინალში გაგვიყვანა. ჩვენი ტაქტიკურმა გეგმამ გაამართლა. სპინაზოლამ და კანსელომ დიდებული შეხვედრა ჩაატარეს.
ადვილი არ ყოფილა, თუმცა ჩვენ ეს შევძელით. ეს გამარჯვება უდიდეს ბიძგს მოგვცემს და იმედია, სასურველ შედეგსაც მივაღწევთ,” – აცხადებს ბონუჩი.