ბონუჩი: “კენს ეს არ უნდა გაეკთებინა”
ტურინის “იუვენტუსის” მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ “კალიარისთან” მოგებული მატჩის (2:0) შემდეგ რასისტული შინაარსის შეძახილებზე კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, “კალიარისთან” მატჩის მიმდინარეობისას ადგილობრივი ფანები “იუვენტუსის” ფერადკანიან ფეხბურთელებს რასისტულ შეურაცხყოფას აყენებდნენ. განსაკუთრებულ წნეხში ბლეზ მატუიდი და მოის კენი იყვნენ. ამ უკანასკნელმა გოლი მეტოქე ფანების წინ აღნიშნა, რამაც ისინი კიდევ უფრო გააღიზიანა. მატჩი რამდენიმე წუთითაც შეწყდა.
ბონუჩი მიიჩნევს, რომ ინციდენტში მოის კენიც და “კალიარის” ფანებიც თანაბრად დამნაშავეები არიან.
“კენმა იცის, რომ როცა ის გოლს გაიტანს, თანაგუნდელებთან ერთად უნდა აღნიშნოს. გოლის შემდეგ რასისტული შინაარსის შეძახილები იყო, მატუიდიმ ეს გაიგონა და გაბრაზდა. ვფიქრობ, ორივე მხარე დამნაშავეა, რადგან კენს გოლი ასე არ უნდა აღენიშნა, ხოლო ფანებს ასეთი რეაქცია არ უნდა ჰქონოდათ. ჩვენ პროფესიონალები ვართ და პროვოკაციებს უნდა მოვერიდოთ”, – უთხრა ბონუჩიმ Sky Sport Italia-ს.
— Premier Sports 📺 (@PremierSportsTV) April 2, 2019