ბონუჩიმ ყველა დროის საუკეთესო მეკარე დაასახელა
“მილანის” კაპიტანმა, ლეონარდო ბონუჩიმ ყველა დროის საუკეთესო მეკარე დაასახელა. იტალიელმა მცველმა ნაკრებში მისი თანაგუნდელი და ყოფილი თანაკლუბელი, ჯანლუიჯი ბუფონი გამოარჩია.
“ძალიან გამიმართლა, რომ ყველა დროის საუკეთესო მეკარესთან, ჯანლუიჯი ბუფონთან ერთად ვითამაშე. ვფიქრობ, დონარუმას შეუძლია ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს, თუმცა ის წნეხის ქვეშ არ უნდა მოექცეს”, – ციტირებს ბონუჩის სიტყვებს Football Italia.