ბორდალასი: “მათ მე მამარდას მე-2 გუნდში გადაყვანა მთხოვეს”
“ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა “ბეტისთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და გიორგი მამარდაშვილზეც ისაუბრა.
“გიორგიმ უნდა გააუმჯობესოს ფეხით თამაში და უფრო წყნარად უნდა იდგეს, მაგრამ მას ძალიან კარგი მატჩები აქვს”
“სიამაყით და სიამოვნებით მავსებს, როცა ჩემ ხელში ფეხბურთელებმა თავიანთი თავი ხელახლა გადააფასეს. ასეთი შემთხვევაა მამარდაშვილი. ბევრი ასპექტი გააუმჯობესა, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი”
“მე დავინახე მამარდაშვილის პოტენციალი. საერთოდ, ხშირად არ ვტრაბახობ, მაგრამ მან მისი თავი გადააფასა ჩემთან ერთად. მათ მე მამარდას მე-2 გუნდში გადაყვანა მთხოვეს და ამის წინააღმდეგი წავედი. მე მისით ძალიან ბედნიერი ვარ”, – განაცხადა ბორდალასმა.
“რეალისა” და “სევილიასთან” მატჩების შემდეგ გიორგი 4-თვეზე მეტი სათადარიგო სკამზე იყო, ერთხელ განაცხადშიც ვერ მოხვდა, მაგრამ მიიღო შანსი და დიდებულად გამოიყენა.
“ვალენსია” – “ბეტისი” ხვალ, 21:00 საათზე დაიწყება.