“ბორდოს” თავკაცი და სპორტული დირექტორი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
“ბორდოს” მთავარი მწვრთნელი პაულო სოუზა სატრანსფერო ბაზარზე კლუბის პასიურობით უკმაყოფილოა. საქმე იქამდე მივიდა, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი სპორტულ დირექტორ ედუარდო მასიას ფიზიკურად დაუპირისპირდა.
ინციდენტი შაბათს მოხდა, როდესაც “ბორდომ” საფრანგეთის ჩემპიონათში ზედიზედ მეოთხე მარცხი იგემა. სოუზამ მასიასთან შეხვედრა მოაწყო და თავი ემოციებისგან ვერ შეიკავა. ჩხუბის მიზეზი კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა გახდა. პორტუგალიელი სპეციალისტი თვლის, რომ მხარეები თავდაპირველად ბაზარზე უფრო აქტიურ მუშაობაზე იყვნენ შეთანხმებულნი. გუნდის თავკაცმა სპორტული დირექტორი გააკრიტიკა, რაც ამ უკანასკნელს არ მოეწონა და კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. Girondinfos-ის ინფორმაციით, მხარეები ერთმანეთს ხელით შეეხნენ.
საფრანგეთის ჩემპიონატის მე-20 ტურის თავზე “ბორდოს” სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილი უკავია.