ბორდოში უელსის ნაკრების საგულშემატკივროდ 30 000 უელსელი ჩავიდა
სამართალდამცავთა მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ბორდოში და მის გარეუბნებში 30, 000-მა უელსელმა მოიყარა თავი, რათა საკუთარ ნაკრებს სლოვაკეთთან გასამართ მატჩში უგულშემატკივრონ.
ბრიტანული პოლიციის ინსპექტორი, სტივ ფურნჰემი, რომელსაც მათთვის თვალყურის დევნება ევალება ბორდოში არსებულ სიტუაციას დადებითად აფასებს.
მათ თქვა: “ხუთშაბათიდან აქ ვიმყოფებით. ფრანგ და სლოვაკ კოლეგებთან ერთად ვაკონტროლებთ ქალაქის ცენტრში არსებულ სიტუაციას.
გულწრფელად ვამბობ, მათი მეგობრული განწყობით გაკვირვებული ვარ. ისინი ბორდოში ყოფნით დიდ სიამოვნებას იღებენ.”
შეგახსენებთ, რომ უელსის ნაკრები B ჯგუფში, რუსეთის, ინგლისისა და სლოვაკეთის ნაკრებებთან ერთად იმყოფება. უელსელები პირველ მატჩში სლოვაკეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. მატჩი დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე აიღებს სტარტს.