ბორჯღალოსანთა შემადგენლობა არგენტინასთან ცნობილია
ხვალ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასზე მეორე მატჩს გამართავს. „ბორჯღალოსანთა“ მეტოქე, ამჯერად არგენტინის ნაკრები იქნება.
„პუმებთან“ ურთულესი მატჩის წინ მილტონ ჰეიგი და ქართული სამწვრთნელო შტაბი ტონგასთან გამარჯვებულ რაზმს ენდო და არგენტინის ნაკრებთანაც იგივე შემადგენლობით ითამაშებენ.
– სამწვრთნელო შტაბმა გადავწყვიტეთ, რომ არგენტინის წინააღმდეგ რაზმი უცვლელად დაგვესახელებინა, რადგნა მიგვაჩნია, რომ ამ შემადგენლობამ ნამდვილად დაიმსახურა თამაში. მოტივაცია და თავდაჯერებულობა უდიდესი აქვთ და ლოგიკურია, რომ არგენტინასთან შანსის მიცემა გადავწყვიტეთ, – განაცხადა მილთონ ჰეიგმა.
სასტარტო: მერაბ კვირიკაშვილი, თამაზ მჭედლიძე, დავით კაჭარავა, მერაბ შარიქაძე, გიორგი აფციაური, ლაშა მალაღურაძე, ვასილ ლობჟანიძე, მიხეილ ნარიაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, დავით ზირაქაშვილი, კოტე მიქაუტაძე, გიორგი ნემსაძე, გიორგი თხილაიშვილი, ვიტო კოლელიშვილი, მამუკა გორგოძე
მარქაფა: მურაზ გიორგაძე, გიორგი ფრუიძე, გიორგი ბეგაძე, შალვა მამუკაშვილი, კახა ასიეშვილი, ლევან ჩილაჩავა, ლევან დათუნაშვილი, შალვა სუთიაშვილი.