ბორჯღალოსნები ბრისტოლში დაბინავდნენ
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ბრისტოლში დაბინავდა და მსოფლიო თასის კამპანიაში ჩაერთო. აქ ჩვენი გუნდი მსოფლიო თასის პირველი ორი მატჩისთვის დაიდებს ბინას.
ბრისტოლში ჩასულებისთვის სასიამოვნო იყო გუნდის ავტობუსის ხილვა, რომელიც ნაკრების ფერებითა და სიმბოლიკით არის გაფორმებული.
„ბორჯღალოსნებმა“ მსოფლიო თასის მოსამზადებელი შეკრებების მესამე ფაზა გილდფორდში დაასრულეს, სადაც 24 აგვისტოდან სარის სპორტულ ცენტრში იმყოფებოდნენ.
შეკრების დასრულებამდე, სამწვრთნელო შტაბმა ბოლო სამი დღით დაასვენა ნაკრები, რათა ბიჭებს დამღელი ფაზის შემდეგ ფიზიკური და მენტალური ძალები აღედგინათ.
შეგახსენებთ, რომ მანამდე „ბორჯღალოსნებმა“ სამი საკონტროლო შეხვედრა გამართეს (ფალკონზის, კანადისა და იაპონიის წინააღმდეგ) და სამივე წააგეს. ამასთან, გილდფორდში ფიჯისთან და კანადასთან ორი ერთობლივი ვარჯიშიც შედგა.