ბორჯღალოსნები ჩემპიონთა და ჩელენჯ თასებზე

თარიღი: ნოემბერი 12, 2015

მსოფლიო თასის შემდეგ რაგბის ქომაგებს დაძაბული და საინტერესო მატჩები მოენატრათ. მათ გასახარად 12, 13, 14 და 15 ნოემბერს პირველი ტურის მატჩებით, სტარტს იღებს ‘ევროპული პროფესიული კლუბური  რაგბის’ ორივე ტურნირის, ‘ჩემპიონთა’ და ‘ჩელენჯ’ თასების, 2015-16 წლის სეზონი (სამწუხაროდ ამ ეტაპზე ქართული ტელეარხები ტურნირების ტრანსლირებას ჯერ არ ახორციელებენ).

 

ჩემპიონთა თასი (ყოფილი ‘ჰეინიკენის თასი’)

 

ახალი სახელწოდებით ტურნირი პირველად შარშან ჩატარდა, რომელშიც ფრანგულმა ‘ტულონმა’ გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ჰეინიკენის თასის ბოლო გათამაშების გამარჯვებულიც ‘ტულონი’ იყო. წლევანდელ ჩემპიონთა თასის ყველა ჯგუფში ბორჯღალოსანთა კლუბებია.

 

ვასილ კაკოვინის ‘ტულუზა’ პირველ პულშია განთესილი, რომლის მეტოქეებიც ‘ოიონაქსი’ (საფ), ‘ალსთერი’ (ირლ) და ‘სარასენსი’ (ინგ) არიან.

მეორე პულში დათო ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის ‘კლერმონი’ ჯგუფურ ეტაპზე ‘ბორდოს’ (საფ), ‘ექსეთერ ჩიფსსა’ (ინგ) და ‘ოსფრეისს’ (უელ) ეთამაშება.

მესამე პულში შალვა მამუკაშვილის ახალი კლუბი, ‘გლაზგო ვორიორზი’ (შოტ) ‘ნორსჰემპთონ სენთსისა’ (ინგ) და ‘სქარლეთსის’ (უელ) გარდა, დავით ხინჩაგაშვილის‘მეტრო რასინგს’ (საფ) ერკინება.

მეოთხე პულში დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას ‘სტად ფრანსეს’ მეტოქეები ‘ლესთერ თაიგერსი’ (ინგ), ‘მანსთერი’ (ირლ) და ‘ბენეტონი’ (იტ) არიან.

მეხუთე პულში მამუკა გორგოძის, კოტე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას ‘ტულონი’ ‘ლეინსთერს’ (ირლ), ‘ვოსფსა’ (ინგ) და ‘ბასს’ ერკინება.

 

მატჩების განრიგი >>>  ჯგუფები  >>>  

 

13/11, 23:45 სთ. ‘ლესთერ თაიგერს’ – ‘სტად ფრანსე’. ზურაბ ჟვანია მარქაფაშია, ხოლოდავით ქუბრიაშვილი  სამატჩო განაცხადში არაა;

14/11, 19:15 სთ. ‘რასინგ მეტრო’ – ‘გლაზგო ვორიორზ’. შემადგენლობები 13/11 დასახელდება;

15/11, 17:00 სთ. ‘ბორდო’ – ‘კლერმონი’. შემადგენლობები 14/11 დასახელდება;

15/11, 19:15 სთ. ‘ტულონი’ – ‘ბას’. შემადგენლობები 14/11 დასახელდება;

ჩელენჯ თასი

 

გათამაშების მოქმედი ჩემპიონი ინგლისური ‘გლოსთერია’, რომლის საშინაო ‘ქინგსჰოლმ სთედიუმზე’ წელს ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასზე ორი მატჩი გამართეს ტონგასა და არგენტინის წინააღმდეგ, ხოლო მსოფლიო თასამდე კი საკონტროლო მატჩში ერკინენ იაპონიას. ჩელენჯ თასის შარშანდელი გათამაშება იმით, იყო ჩვენთვის გამორჩეული, რომ ჯგუფური ეტაპის შესარჩევში, პირველად ქართული რაგბის ისტორიაში მონაწილეობა მიიღო ‘კავკასიელებად’ წოდებულმა ქართული კლუბების სელექციამ. სამწუხაროდ ორ რაუნდიან საკვალიფიკაციო რკენაში იტალიური ‘როვიგოს’ ბარიერი ვერ გადავლახეთ და დავრჩით ჯგუფურ ეტაპს მიღმა. წლევანდელი გათამაშების 5-ვე პულში ქართველი მორაგბეების კლუბები ასპარეზობენ.

 

პირველი პულში კარლენ ასიეშვილის, გოდერძი შველიძისა და გიორგი ჟღენტის ‘ბრივი’ ‘ქონაჰთს’ (ირლ), ‘ნიუქასლ ფალკონზს’ (ინგ) და დავით კაჭარავას ‘ენისეი ესტეემს’ (რუს) ეთამაშება. აღსანიშნავია, რომ ‘ბრივის’ სატურნირო განაცხადში ესპუართა გუნდიდან მოხვდა გიორგი ცუცქირიძე, რომელმაც შარშან, 20-წლამდე ბორჯღალოსნებთან ერთად ‘მსოფლიო რაგბის’ ალაფა მოიგო.

მეორე პულში გიორგი ნაცარაშვილის ‘პო’ (საფ), ‘კასტრს’ (საფ), ‘ნიუპორტ დრაგონზს’ (უელ) და ‘სეილ შარქსს’ (ინგ) გაეჯიბრება;

მესამე პულში მიხეილ ნარიაშვილის ‘მონპელიე’ ‘კარდიფ ბლუზს’ (უელ), ‘ჰარლექინზსა’ (ინგ) და ‘კალვიზანოს’ (იტ) ეთამაშება.

პირველის მსგავსად, მეოთხე პულშიც ერთმაბაშად ორი ‘ქართული’ კლუბია: ჯაბა ბრეგვაძისა და  ვატო რაფავას (ვეტერანი ბორჯღალოსანის, გია რაფავას შვილი) ‘ვუსთერ ვორიორზი’ (ინგ) და გაგი ბაზაძისა და ლექსო ყაულაშილის ‘ლაროშელი’ (საფ), რომლებსაც ჯგუფში მოქმედი ჩემპიონი ‘გლოსთერი’ (ინგ) და ‘ზებრე’ (იტ) ერკინებიან.

მეხუთე ჯგუფში კი თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის ‘აჟენი’ (საფ), ‘ედინბურგის’ (შოტ), ‘ბორდოსა’ (საფ) და ‘ლონდონ აირიშის’ (ინგ) წინააღმდეგ იბრძოლებს.

 

მატჩების განრიგი >>>  ჯგუფები  >>>

 

12/11, 23:45 სთ. ‘ჰარლექინზ’ – ‘მონპელიე’. მიხეილ ნარიაშვილი ძირითადშია;

13/11, 22:30 სთ. ‘ბრივი’ – ‘ნიუქასლ ფალკონზი’. გიორგი ჟღენტი ძირითადშია, ხოლოგოდერძი შველიძე მარქაფაში. კარლენ ასიეშვილი და გიორგი ცუცქირიძე სამატჩო განაცხადში არ არიან;

14/11, 12:00 სთ. ‘ენისეი ეს ტე ემ’ – ‘ქონაჰთ’. შემადგენლობები 13/11 დასახელდება;

14/11, 19:00 სთ. ‘ვუსთერ ვორიორზი’ – ‘ლაროშელი’. შემადგენლობები 13/11 დასახელდება;

14/11, 19:00 სთ. ‘ლონდონ აირიშ’ – ‘აჟენი’. შემადგენლობები 13/11 დასახელდება;

14/11, 23:45 სთ. ‘პო’ – ‘კასტრი’, შემადგენლობები 13/11 დასახელდება;

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:

ჩემპიონთა თასი ვებ-გვერდი ფეისბუქი თვითერი

ჩელენჯ თასი ვებ-გვერდი ფეისბუქი თვითერი

Rugby.GE

მსგავსი სიახლეები
რაგბი

საქართველო – რუსეთის მატჩი ისევ გადაიდო

რაგბი ევროპის გადაწყვეტილებით, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს […]...
წაკითხვა
რაგბი

ახალი მწვრთნელები საქართველოს ნაკრებში

ფრანგულ შეკრებაზე ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბს სამი მაღალი დონის სპეციალისტი დაემატება და ისინი გუნდში „შემოდგომის ერთა […]...
წაკითხვა
რაგბი

ოთხი ქართული გვარი – რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა შემადგენლობა დაასახელა

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლილ ჯონსმა უახლოესი მატჩებისათვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. რუსები 12 ოქტომბრიდან […...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა შოტლანდიისა და რუსეთის წინააღმდეგ მატჩებისა

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, შემოდგომის პირველი ორი ტესტ-მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. საქართველოს ნაკრები ...
წაკითხვა
რაგბი

“ამოიღო იარაღი და მესროლა ორჯერ” – დაჭრილი მორაგბე განცხადებას აქვეყნებს

რაგბის კავშირის შენობაში დაჭრილმა მორაგბემ, რამაზ ხარაზიშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა. როგორც იცით, ინციდენტი 16 […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირის შენობაში “იუნკერების” კაპიტანი დაჭრეს

საქართველოს რაგბის კავშირის შენობაში სროლა იყო. დაჭრილია საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, სარაგბო კლუბ “იუნკერების” კაპიტანი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ სანიკიძე და დავით კაჭარავა ქართული ოცნების საარჩევნო სიაში მოხვდნენ

“პოლიტიკურმა გაერთიანება ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო სიის პირველი ოცეული წარადგინა და მათ შორის, ორი სპორტსმენია. საქართველოს […...
წაკითხვა
რაგბი

ოფიციალურად: საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 8 ერში ითამაშებს!

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შემოდგომაზე “8 ერში” იასპარეზებს. ეს ინფორმაცია დღეს საქართველოს რაგბის კავშირმა დაადასტურა. საქართველოს [&h...
წაკითხვა
რაგბი

დავით კაჭარავამ კარიერა დაასრულა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების გამოცდილმა წევრმა, დავით კაჭარავამ კარიერა დაასრულა. 35 წლის მორაგბემ სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
რაგბი

BBC: საქართველო “რვა ერში” იაპონიას ჩაანაცვლებს

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რვა ერის ტურნირში იაპონიის ნაკრების ნაცვლად საქართველო ითამაშებს. “ბიბისის” შოტლანდიური გამოცემ...
წაკითხვა
რაგბი

გოჩა სვანიძემ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტი დატოვა

გოჩა სვანიძემ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტი დატოვა. ეს ინფორმაცია რაგბის კავშირში დაადასტურეს. მიზეზად ქართულ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რუსეთის რაგბის ფედერაცია თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

9 ივლისს თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. ქართველმა კალათბურთელმა რუსულ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება […]...
წაკითხვა
კალათბურთი

მამუკა გორგოძემ თორნიკე შენგელიას მიმართა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, მამუკა გორგოძემ მოსკოვის ცსკა-ში გადასულ თორნიკე შენგელიას წარმატებები უსურვა. “თორნიკე [&hell...
წაკითხვა
რაგბი

ქართველი მორაგბე ნიკა კევლიშვილი გარდაიცვალა

6 მაისს რუსთავში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის ქართველი მორაგბე, რუსთავის “ხარების” წევრი ნიკა კევლიშვილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ბილ გეიტსი: “ხალხი სტადიონებზე არ ივლის, ჩვეულ ცხოვრებას მინიმუმ ორ წელში დავუბრუნდე

ამერიკელი ბიზნესმენი ბილ გეიტსი ამბობს, რომ კორონავირუსული პანდემიის გათვალისწინებით ხალხი სპორტულ არენებზე სიარულს დიდი ხნის […]...
წაკითხვა