ბორჯღალოსნები დუბლინში ჩავიდნენ

თარიღი: ნოემბერი 11, 2014

ნოემბრის ტესტ-სერია გრძელდება. როგორც მოგეხსენებათ წლეულს ბორჯღალოსნები თავიანთ მეორე ტესტს გასვლაზე – ირლანდიის ეროვნულ ნაკრებთან ‘ავივა სთედიუმზე’ გამართავენ. მატჩი, რომელსაც ქართველი რაგბის ქომაგი 2007 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ელოდა, 16 ნოემბერს 18:30 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.

საქართველოს ნაკრები დუბლინში კვირას ჩავიდა. ტონგასთან ჩატარებული 8 ნოემბრის ტესტისა და მგზავრობის შემდეგ, ბორჯღალოსნები აღდგენას გადიან. მწვრთნელები დღევანდელ დღეს ანალიზისთვის გამოიყენებენ, ხოლო ხვალიდან ჩვენი გუნდი მინდორზე ვარჯიშს შეუდგება.

სამწვრთნელო შტაბს დაგეგმილი ჰქონდა დუბლინში ვასილ კაკოვინის გამოძახება, რომელიც მუხლის ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა. სამწუხაროდ, შაბათს ფრანგული ტოპ 14-ის მატჩის შემდეგ, რომელშიც ტულუზამ ბორდოს სძლია, კაკოვინს მუხლის ტრავმა გაუმიზეზდა, რის გამოც იგი ვერ შეძლებს ნაკრების დახმარებას.

სამწუხაროდ, ბორჯღალოსან ბექა წიკლაურს მამა გარდაეცვალა და იგი თილისში დაბრუნდა – ქართული სარაგბო თემის სახელით, საქართველოს რაგბის კავშირი სამძიმარს უცხადებს ბექას და მის ოჯახს.

კარგ ფორმაშია და მატჩისთვის აქტიურად ემზადება დიმიტრი ბასილაია, რომელმაც ტონგასთან ტესტი, ვარჯიშზე მიღებული მაჯის ტრავმის გამო გამოტოვა.

დუბლინის შემდეგ

16 ნოემბრის მატჩის შემდეგ ბორჯღალოსნები თბილისში დაბრუნდებიან, რათა იაპონიის წინააღმდეგ გასამართი, წლევანდელი ტესტ-სერიის ბოლო შეხვედრისათვის გააგრძელონ მზადება. მატჩი 23 ნოემბერს, გიორგობას მესხის სტადიონზე 17 საათზე დაიწყება. გაცნობებთ, რომ შეხვედრის ბილეთები 17 ნოემბრიდან მესხის სტადიონის სალარობში გაიყიდება, რომელთა ფასი 3 და 5 ლარს შეადგენს.

Rugby.GE

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

იუტა ლერდამი – ულამაზესი ჰოლანდიელი მოციგურავე (ფოტო)

იუტა ლერდამი ჰოლანდიელი მოციგურავეა. ის მსოფლიოს სამგზის და ევროპის ჩემპიონია. გთავაზობთ მის ფოტოებს:...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა თანხა გამოიმუშავა ხაბიბ ნურმაგომედოვმა 2019-2020 წლებში?

UFC-ის დაღესტნელმა ვარსკვლავმა, კონორ მაკგრეგორმა 2019-2020 წლებში 16.5 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო და ამ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

WWE-ს მძიმეწონიანი მებრძოლის თქმით, ის ქალმა გააუპატიურა

WWE-ს მძიმეწონიანი მებრძოლი კიტ ლი ირწმუნება, რომ ტეხასში ყოფნისას ქალმა გააუპატიურა. 145-კილოგრამიანი ამერიკელი მებრძოლის სიტყვებს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კონორის მწვრთნელი აანონსებს ბრძოლებს, რომლებიც დაბრუნების შემთხვევაში შედგება

UFC-ის სუპერვარსკვლავი მებრძოლის, კონორ მაკგრეგორის, მწვრთნელი ჯონ კავანა პრესასთან საუბრისას აცხადებს, რომ ირლანდიელი ვარსკვლავი ოქტაგონზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიგა ტატიაშვილი: “მე ჩემ მგზავრებს მოვატყუე, რომ პოლიცია მოდიოდა…”

ტელეკომპანია “მთავარი არხი” ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონის, ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილის ჩვენებას ავრცელებს გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებ...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში პოლიციამ 17 ადამიანი დააკავა. როგორც […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჭიდაობის ფედერაცია: “გიგა ტატიაშვილი მოჭიდავე არ არის”

ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ ძიუდოისტ გიგა ტატიაშვილთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა. “ბოლო დღეებში, მასმედიაში რამდენიმეჯერ გავრცელდა ი...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტიტანური ბრძოლის შემდეგ, პორიემ და ჰუკერმა, ჭრილობები გამოაჩინეს (ფოტო)

UFC-ის ვარსკვლავებმა, დასტინ პორიემ და დენ ჰუკერმა, ბრწყინვალე საბრძოლო შოუს ჩვენების შემდეგ გულშემატკივრებს ბრძოლის დროს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ავთანდილ ხურციძე: “ციხეში დანა შვიდჯერ დამარტყეს, ხალხი გაგიჟებულია”

პატიმრობაში მყოფი ქართველი მოკრივე, ავთანდილ ხურციძე ნიუ იორკის ციხეში მის მდგომარეობაზე საუბრობს. სოციალურ ქსელში, 41 […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“როცა კორონავირუსი გაქვს და ვერ სუნთქავ” – ხაბიბის ბიძაშვილმა მაკგრეგორს

UFC-ის დაღესტნელი სუპერვარსკვლავის, ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილმა, აბუბაქარ ნურმაგომედოვმა კონორ მაკგრეგორს დასცინა. აბუბაქარმა სოციალურ ქსელში ფოტო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნოვაკ ჯოკოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა

მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ნოვაკ ჯოკოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა. ასევე, კოვიდ-19 აღმოაჩნდა სერბი ჩოგბურთელის მეუღლეს. საბედნიეროდ, მისი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

შონ ო’მალი დვალიშვილზე: ავტოგრაფიან სურათს გავუგზავნი

UFC-ის მებრძოლი, შონ ო’მალი სოციალურ ქსელ Twitter-ში მერაბ დვალიშვილისა და ბრაინ კელეჰერის შესახებ დამცინავ კომენტარს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა გუსტავო ლოპესთან გამარჯვებით?

მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მე-6 შეხვედრა გამართა. ქართველი მებრძოლი გუსტავო ლოპესს დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

როგორ ეხმაურებიან უცხოელები მერაბ დვალიშვილის გუსტავო ლოპესთან გამარჯვებას

14 ივნისს, მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მეექვსე შეხვედრა გამართა. ქართველი მებრძოლი გუსტავო ლოპესს დაუპირისპირდა და მეტოქე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

როგორი სიმღერით გამოვიდა მერაბ დვალიშვილი ოქტაგონზე (ვიდეო)

14 ივნისს, მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მეექვსე შეხვედრა გამართა. ქართველი მებრძოლი გუსტავო ლოპესს დაუპირისპირდა და მეტოქე […]...
წაკითხვა