ბორჯღალოსნები დუბლინში ჩავიდნენ

თარიღი: ნოემბერი 10, 2014

ნოემბრის ტესტ-სერია გრძელდება. როგორც მოგეხსენებათ წლეულს ბორჯღალოსნები თავიანთ მეორე ტესტს გასვლაზე – ირლანდიის ეროვნულ ნაკრებთან ‘ავივა სთედიუმზე’ გამართავენ. მატჩი, რომელსაც ქართველი რაგბის ქომაგი 2007 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ელოდა, 16 ნოემბერს 18:30 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.

საქართველოს ნაკრები დუბლინში კვირას ჩავიდა. ტონგასთან ჩატარებული 8 ნოემბრის ტესტისა და მგზავრობის შემდეგ, ბორჯღალოსნები აღდგენას გადიან. მწვრთნელები დღევანდელ დღეს ანალიზისთვის გამოიყენებენ, ხოლო ხვალიდან ჩვენი გუნდი მინდორზე ვარჯიშს შეუდგება.

სამწვრთნელო შტაბს დაგეგმილი ჰქონდა დუბლინში ვასილ კაკოვინის გამოძახება, რომელიც მუხლის ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა. სამწუხაროდ, შაბათს ფრანგული ტოპ 14-ის მატჩის შემდეგ, რომელშიც ტულუზამ ბორდოს სძლია, კაკოვინს მუხლის ტრავმა გაუმიზეზდა, რის გამოც იგი ვერ შეძლებს ნაკრების დახმარებას.

სამწუხაროდ, ბორჯღალოსან ბექა წიკლაურს მამა გარდაეცვალა და იგი თილისში დაბრუნდა – ქართული სარაგბო თემის სახელით, საქართველოს რაგბის კავშირი სამძიმარს უცხადებს ბექას და მის ოჯახს.

კარგ ფორმაშია და მატჩისთვის აქტიურად ემზადება დიმიტრი ბასილაია, რომელმაც ტონგასთან ტესტი, ვარჯიშზე მიღებული მაჯის ტრავმის გამო გამოტოვა.

დუბლინის შემდეგ

16 ნოემბრის მატჩის შემდეგ ბორჯღალოსნები თბილისში დაბრუნდებიან, რათა იაპონიის წინააღმდეგ გასამართი, წლევანდელი ტესტ-სერიის ბოლო შეხვედრისათვის გააგრძელონ მზადება. მატჩი 23 ნოემბერს, გიორგობას მესხის სტადიონზე 17 საათზე დაიწყება. გაცნობებთ, რომ შეხვედრის ბილეთები 17 ნოემბრიდან მესხის სტადიონის სალარობში გაიყიდება, რომელთა ფასი 3 და 5 ლარს შეადგენს.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

მარსიალის ბრწყინვალე გოლი “ბორნმუთის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Martial 3-1 #MUNBOU #mufc pic.twitter.com/cWomSiunla — Red Army! (@RedorDead07) July 4, 2020...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ინტერს” ალექსის სანჩესის კონტრაქტის გამოსყიდვა სურს

მილანის “ინტერის” მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს გუნდში იჯარის წესით მოთამაშე ალექსის სანჩესის შენარჩუნება სურს. Goal-ი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფანი სამსახურიდან მარეზთან გადაღებული სელფის გამო დაითხ

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფანი, 37 წლის კრეიგ უილისი, სამსახურიდან რიად მარეზთან გადაღებული სელფის გამო დაითხოვეს. ამ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრემიერლიგის ახალი ბურთი

კომპანია Nike-მა ახალი ბურთი წარადგინა, რომლითაც მომდევნო სეზონში ინგლისის ჩემპიონატის მატჩებში ითამაშებენ. ახალი მოდელის სახელწოდებაა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კარლოს ტევესმა კარიერის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

“ბოკა ხუნიორსის” თავდამსხმელმა, კარლოს ტევესმა კარიერის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. 36 წლის ფეხბურთელმა თერთმეტეულში ისინი შეიყვანა, [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარი ნევილი: “მანჩესტერ იუნაიტედში” მხოლოდ ერთი მსოფლიო დონის ფეხბურთელია̶

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მცველმა, გარი ნევილმა, გუნდისთვის პოლ პოგბას მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. “ეჭვიც არავის ეპარებ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როი კინი: “დე ხეასა და მაგუაირს ავტობუსშიც კი არ ავუშვებდი”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა კაპიტანმა, როი კინმა Sky Sports-ის პირდაპირ ეთერში დავიდ დე ხეა და ჰარი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ენდი კოული: “კინაღამ ჩავიფსი, როდესაც რონალდო დავინახე”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ენდი კოულმა, პრესასთან საუბრისას “ინტერთან” 1999 წელს გამართული მატჩი და რონალდოსთ...
წაკითხვა
ფეხბურთი

განელი ექს-ფეხბურთელი: “მარკუს რაშფორდის მამა სინამდვილეში მე ვარ”

ყოფილი განელი ფეხბურთელი მიქაელ ბოიე მარკიე ამბობს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების ფორვარდ მარკუს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ადნან იანუზაი: “ვან გალი ტყუის და მასთან თავის სამართლებელი არაფერი მჭირს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა  და “სოსიედადის” მოქმედმა ნახევარმცველმა ადნან იანუზაიმ “წითელი ეშმაკების” ექს-თავკ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლიუკ შოუ: “რაშფორდს “ოქროს ბურთის” მოგება შეუძლია”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მცველმა ლიუკ შოუმ გუნდის ფორვარდ მარკუს რაშფორდის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლიონის” პრეზიდენტი: “შერკის ტრანსფერით “რეალი” და “მა

“ლიონის” პრეზიდენტი, ჟან-მიშელ ოლასი, ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც რაიან შერკის ტრანსფერით ევროპის წამყვანი კლუბები ინტერესდე...
წაკითხვა
ფეხბურთი

იმობილეს ინგლისში უხმობენ, თუმცა ფეხბურთელს მსურველები იტალიაშიც ჰყავს

რომის “ლაციოს” ფორვარდ ჩირო იმობილეთი “მანჩესტერ იუნაიტედი” დაინტერესდა. 30 წლის იტალიელი ფეხბურთელით პირადად ოლე გუნარ [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეტო: “მესიმ 70 წლამდე უნდა ითამაშოს და ამით სიამოვნება მოგვანიჭოს”

“ბარსელონასა” და “ინტერის” ყოფილმა ვარსკვლავმა, სამუელ ეტომ, ლეო მესიზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ არგენტინელ სუპერვარსკვლავს ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევროპის ლიგის ყველა დარჩენილი მატჩი გერმანიაში ჩატარდება?

“კალჩო მერკატო” იუწყება, რომ ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშების ყველა დარჩენილი მატჩი შესაძლოა, გერმანიაში ჩატარდეს. უეფა […]...
წაკითხვა