ბორჯღალოსნები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

თარიღი: აგვისტო 21, 2015

შევარდენზე, საქართველოს რაგბის კავშირისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ერიკა კვაპილოვამ, მსოფლიო თასზე გამგზავრებამდე, ბორჯღალოსნებს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მხარდაჭერისთვის, რომელსაც წლებია მორაგბეები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და გაეროს გენერალური მდივნის კამპანიას „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის დასაძლევად“(UNiTE) უცხადებენ.

 

ფოტოები>>>

 

 

პრესკონფერენციას საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი ესწრებოდნენ.

 

გიორგი ნიჟარაძე: „ის, რის წინააღმდეგაც ჩვენ ერთად ვიბრძვით უბრალოდ არ შეიძლება, რომ საქართველოში არსებობდეს. მე პირობას გაძლევთ, რომ ჩვენზე დამოკიდებულს ყველაფერს გავაკეთებთ მომავალშიც საიმისოდ, რომ ერთობლივი ძალებით ეს ბოროტება აღმოიფხვრას, როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში. ასე, რომ მზად ვართ ნებისმიერი ახალი წამოწყებისთვის და რაც მთავარია, ამას გავაკეთებთ გულით. ეს ფაქტი იმდენად ეწინააღმდეგება ქართველების კულტურას, ოჯახზე დაფუძნებულ საზოგადოებას, ქალისადმი პატივისცემის ტრადიციებს, რომელიც ყველაფერშია ასახული საქართველოში, რომ აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სიმახინჯე დამთავრდეს. ჩვენთვის უდიდესი პატივი და სიამოვნება იყო ამ ხნის განმავლობაში თქვენთან თანამშრომლობა და დიდი მადლობა იმისთვის, რომ კვლავ მოგვეცემა საშუალება მსგავს კამპანიებში მივიღოთ მონაწილეობა.“

მილტონ ჰეიგი: „დიდი მადლობა იმისათვის, რომ მოგვეცა ამ კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა, რომელიც ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით. მე უკვე მე-4 წელია საქართველოში ვიმყოფები და როგორც მთელი გუნდი, ისე მენეჯმენტი დიდი სიამაყით  ვიღებთ მსგავს შემოთავაზებებს. ჩვენ ვართ მორაგბეები,  ვართ  ქმრები, ძმები, მამები და მსგავსი აქტივობები ძალიან ახლოს არის ჩვენს გულებთან. მადლობა გაეროს ქალთა ორგანიზაციას, რომელიც ასეთი წარმატებით ახორციელებს ამ პროექტს. არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ აქ ვთამაშობთ, თუ საზღვარგარეთ, ჩვენ ყოველთვის გვერდით ვუდგავართ ამ ინიციატივებს და კვლავაც  განვაგრძობთ თანამშრომლობასა და თანადგომას.“

ერიკა კვაპილოვა (საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი): “საქართველოს რაგბის კავშირს დიდი წვლილი შეაქვს საქართველოში ქალების, გოგონების და, აგრეთვე, ოჯახში ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრების საქმეში. უკანასკნელ წლებში საზოგადოებრივი დამოკიდებულება ამ ფენომენის მიმართ შეიცვალა და დღეს ასეთი ტიპის ძალადობა უფრო მიუღებელი გახდა. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს მორაგბეებს მათი ძალისხმევისთვის. გვჯერა, რომ რაგბს, ზოგადად სპორტს, შეუძლია პოზიტიური როლი ითამაშოს საქართველოში ძალადობისგან თავისუფალი საზოგადოების მშენებლობაში ქალთა მიმართ ძალადობისა და გენდერული თანასწორობის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლის საქმეში.“

ერიკა კვაპილოვამ ბორჯღალოსნებს საჩუქრად გაეროს გენერალური მდივნის კამპანიის „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის დასაძლევად“ ლოგოტიპიანი სპორტული ატრიბუტიკა გადასცა.

შეგახსენებთ, რომ ბოჯღალოსნები აღნიშნულ კამპანიაში 2011 წლიდან აქტიურად მონაწილეობენ და პროექტის ფარგლებში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას ქართველმა მორაგბეებმა არაერთი საერთაშორისო მატჩი მიუძღვნეს.

Rugby.GE

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ვიტალი ლალეტინმა ლევან საგინაშვილს მიმართა (ვიდეო)

რუსმა მკლავჭიდელმა, ვიტალი ლალეტინმა ARMBETS TV-სთან ინტერვიუში TOP 8-ის ფინალში ლევან საგინაშვილთან დაპირისპირება შეაფასა. ლალეტინი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რუსი მოკრივე: “ჩვენ ყველაზე პატიოსანი ქვეყანა და სპორტსმენები გვყავს”

ყოფილმა რუსმა მოკრივემ, ალეკსანდრ პოვეტკინმა მსოფლიოს ანტი-დოპინგური სააგენტოს მიერ რუსეთისადმი გამოტანილ განაჩენზე კომენტარი გააკეთა. მსოფლიოს [&hell...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლევან საგინაშვილი რუს მეტოქეზე: “ეგონა, რომ მომიგებდა და “გამარჯობაო” ქა

ქართველმა მკლავჭიდელმა, ლევან საგინაშვილმა 8 დეკემბერს საერთაშორისო ტურნირი “TOP 8” მოიგო. ტურნირში მსოფლიოს გამორჩეული მკლავჭიდელები [&he...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცინდაოს მასტერსზე

12-14 დეკემბერს ძიუდოში 2019 წლის შემაჯამებელი ტურნირი, ცინდაოს მასტერსი გაიმართება. ჩინეთში გასამართ შეჯიბრზე საქართველოს ნაკრები […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: რუსეთი ყველა სპორტის სახეობაში 4-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

მსოფლიოს ანტი-დოპინგურმა სააგენტომ რუსეთი ყველა დიდ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებაზე ოთხწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ეს ნიშნავს იმას, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გუჯეჯიანი: “არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ლაშამ დაწერა”

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა ლაშა ბექაურის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაზე კომენტარი გააკეთა. [&hellip...
წაკითხვა
სხვადასხვა

ქართული წყვილის “აჭარული” ყინულზე – ტრიუმფით დასრულებული გრან პრი (ვიდეო

ფიგურული ციგურაობის ქართულმა წყვილმა იტალიის ქალაქ ტურინში გამართული გრან პრი ტრიუმფით დაასრულეს. მარია კაზაკოვამ და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაშა ბექაური: “გაუგებრობა იყო, არაფერი არ მომხდარა”

ქართველმა ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა პოლიციის მხრიდან მისი ცემის ფაქტი უარყო. ტელეკომპანია პირველთან სატელეფონო საუბარში ახალგაზრდა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაშა ბექაური: “შემათრიეს ოთახში, ათზე მეტი იყვნენ, მაგინებდნენ და მირტყამდნენ”

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, ლაშა ბექაური სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს. 19 წლის სპორტსმენის თქმით, მას […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ანონსი – კრივის საღამო

8 დეკემბრიდან თბილისში პროფესიონალური კრივის საღამოები ახლდება. Boxing Group Promotion-ის ორგანიზებითა და საქართველოს პროფესიონალური კრივის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კონორ მაკგრეგორი ბრუნდება! ირლანდიელის მორიგი ბრძოლის თარიღი ცნობილია

ირლანდიელი მებრძოლი, კონორ მაკგრეგორი UFC-ის უბრუნდება. 31 წლის სპორტსმენი UFC 246-ის ეგიდით, ლას ვეგასში ამერიკელ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ჩვეულებრივი ლაწირაკი ბავშვები” – ზაზა ნადირაძე ივანიშვილის ხატით აქციაზ

რამდენიმე დღეა, პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით თბილისში აქციები მიმდინარეობს. ახალგაზრდების ნაწილმა გადაწყვიტა, რომ პროტესტი ...
წაკითხვა
სხვადასხვა

როგორ გამოიყურება რუსი ტანმოვარჯიშე, რომელიც საქართველოს ნაკრების წევრი გახდა (ფოტო)

ტანმოვარჯიშე მარია ხარენკოვა ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორია. მან გასულ ზაფხულს საქართველოს მოქალაქეობა მიიღო […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ფედერერი – ზვერევის დაპირისპირებამ მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ESPN-ის მიერ დადასტურებული ცნობის თანახმად, მექსიკაში ჩატარებულ ფედერერისა და ზვერევის დაპირისპირებას საჩოგბურთო მატჩისთვის რეკორდული ოდენობის [&helli...
წაკითხვა
სხვადასხვა

ხელბურთი. მორიგი მატჩები სენაკის სპორტის სასახლეში

მორიგი მატჩები გაიმართა ხელბურთელ გოგონათა და ჭაბუკთა ჩემპიონატზე. უფროსი ასაკის ჭაბუკთა ჩემპიონატში 13 გუნდია და […]...
წაკითხვა