ბორჯღალოსნები ტულუზაში შეიკრიბნენ
26 ოქტომბერს ბორჯღალოსნები საფრანგეთში გაემგზავრნენ, სადაც ფრანგული ტომ 14-ის კლუბ ტულუზას ბაზაზე (ერნესტ ვალონი) ერთ კვირიან შეკრებას გაივლიან. შეკრებაზე იმყოფებიან ქართულ კლუბებში და საზღვარგარეთ მოასპარეზე ნაკრების სანოემბრე რაზმის კანდიდატები. ფრანგული შეკრება ერთ კვირას გასტანს, რომლის შემდეგ ბორჯღალოსნები შევარდენის სანაკრებო ბაზაზე 3 ნოემბრიდან განაგრძობენ მზადებას 2014 წლის ნოემბრის ტესტ-სერიისთვის.
ბორჯღალოსნების სანოემბრე რაზმს, სამწვრთნელო შტაბი ფრანგული შეკრებიდან დაბრუნების შემდეგ დაასახელებს.
ნოემბრის სანაკრებო სეზონის განმავლობაში ბორჯღალოსნები გამართავენ ღია ვარჯიშებს (თითოს თითო საშინაო მატჩის წინ), რომლებზეც დასწრება ტრადიციულად ქომაგებსა და მედია საშუალებების წარმომადგენლებს შეეძლებად. ღია ვარჯიშების გრაფიკს მოგვიანებით გაცნობებთ.
Rugby.GE