ბორჯღალოსნების ისტორიული გამარჯვება

თარიღი: სექტემბერი 19, 2015

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2015 წლის მსოფლიოს თასზე ირველი გამარჯვება მოიპოვა. „ბორჯღალოსნებმა“ უმძიმეს ბრძოლაში მოახერხეს ტონგის ნაკრების დამარცხება.

შესაძლოა, ეს სპეციალისტებისთვის სენსაციურად შედეგად ჩაითვალოს, მაგრამ ჩვენი ნაკრები ამ გამარჯვებისკენ ნაბიჯ–ნაბიჯ მიდიოდა. ეს არის მართლაც უმნიშვნელოვანესი გამარჯვება. ამით დავანახეთ მსოფლიოს რომ არც ისე ჯაბანნი ვართ, როგორც გვიყურებენ. ჩვენმა ნაკრებმა ფაქტიურად გაუნაღდა შემდეგ მსოფლიოს თასზე თამაში. ამისთვის ნამიბიელთა დამარცხებაც საკმარისია. არის შანსი, საერთოდ ჯგუფიდან გავიდეთ. საამისოდ, უკვე არგენტინელთა დამარცხება გვესაჭიროება, თუმცა ამდენსაც ნუ მოვრთხოვთ ჩვენს გმირებს.

თავიდან არეულად დავიწყეთ. თუ კუნძულელებს მათ დერეფანში ვჯობდით, ჩვენს კოზირში, შეკრინებაში დავჯარიმდით და მე-10 წუთზე კურტ მორატმა ანგარიში გახსნა.

„ბორჯღალოსნებს” გათანაბრების საშუალება აქედან სამ წუთში მიეცათ, თუმცა მერაბ კვირიკაშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმო ვერ გაიტანა.

სამაგიეროდ, „მეკო“ მეორე მცდელობისას აღმოჩნდა ზუსტი – 3:3.

28-ე წუთზე „ბორჯღალოსნების” მორიგი შეტევისას რამდენიმე ფაზა ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ მაინც მოახერხა ბურთი ატაცება და ძელებს შორის დამიწება. კვირიკაშვილმა გარდასახა ზუსტად დაარტყა – 10:3.

ლელოს შემდეგ ცოტა მოვეშვით და მეტოქეს შეტევეის საშუალება მივეცით. ერთი ასეთი მცდელობა ლელოთიც დასრულდა, მაგრამ ჩვენდა საბედნიეროდ, კუნძულელებმა მანამდე პასის დროს შეცდომა დაუშვეს და მსაჯმა კარგად დაინახა ეს ყველაფერი.

მეორე ტაიმი ჩვებემა კარგად დაიწყეს და ტონგელები საკუთარ ნახევარზე გამოკეტეს. ამ უპირატესობამ სახეირო ის მოგვცა, რომ ხელსაყრელ სიტუაციაში ჯარიმის დარტმის უფლება მივიღეთ, მაგრამ მეკოს ისეც გაუცუდდა.

და მაინც, საქართველოს ნაკრებმა ლელოს დადება მოახერხა. მერაბ კვირიკაშვილმა მარჯვენა ფლანგზე კარგად ჩაირბინა, მერე თითქოს შეტევა შეჩერდა, მაგრამ ვასილ ლობჟანიძემ კარგი გაგრძელება უკვე მარცხენა ფლანგზე მოძებნა, სადაც შესანიშნავად გაისარჯა გიორგი თხილაიშვილი და მეტოქის ჩათვის მოედანში იოლად შეაღწია. მეკოს გარდასახვლა ამჯერად ზუსტი იყო – 17:3.

და დაიწყო ჩვენი ნერვიულობაც. ტონგელებმა იგვრძვნეს, რომ არასასურველი მარცხის წინაშე დადგნენ და მძლავრად შემოგვიტიეს. ჩვენები თავგარწირვით იცავდნენ თავს, მაგრამ 72-ე წუთზე ტონგამ მაინც შეძლო ერთი ლელოს გაქვითა და რთული პოზიციიდან გარდასახვაც ზუსტი იყო. ამას ისიც დაემატა, რომ რეფერიმ დამახსოვრებული ჯარიმა არ გვაპატია და კვირიკაშვილი 10 წუთით გაასინბინა.

კაცნაკლულმა ქართველებმა ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს, გატანის შემთხვევაში მატჩი უკვე მოგებული იქნებოდა, მაგრამ ამჯერად ლაშა მალაღურაძეს გაუცუდდა დარტყმა,.

დარჩენილ დროში „ბორჯღალოსნებმა” მაინც მოახერხს შეინახათ საკუთარი ჩათვლის მოედანი და ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს.

მომდევნო მატჩს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 25 სექტემბერს, არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.



მსგავსი სიახლეები
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “საყვედურს არავის ვეუბნები, მაგრამ საწყენია მუდმივი კრიტიკა”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, ესპანეთთან გამარჯვების (49:15) […]...
წაკითხვა
რაგბი

დიმიტრი ბასილაია – ქართველი მორაგბე, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებს ცხელი საჭმელით ამა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დიმიტრი ბასილაია კიევის სარაგბო გუნდს წვრთნის. გარდა ამისა, უკრაინაში მეგობრებთან ერთად […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის თამაში არ ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 2022 წლის რაგბი ევროპის […]...
წაკითხვა
რაგბი

ყაველაშვილი: “გარკვეული ორგანიზაციები რუსეთთან თამაშის ჩაშლას აპირებენ”

სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა 27 თებერვალს საქართველო – რუსეთის რაგბის თამაშის შესახებ ისაუბრა. “ყველა […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსეთმა “რაგბი ევროპას” მიმართა – საქართველოს რაგბის კავშირმა უკრაინული

27 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში, თბილისში, “დინამო არენაზე” რუსეთს უმასპინძლებს. […]...
წაკითხვა
რაგბი

ნიკოლოზ ნარმანია: “საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში არ შემიძლია”

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ ნარმანიამ განაცხადა, რომ ის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს. ფრანგული […]...
წაკითხვა
რაგბი

“შემირცხვენია ყველა ის მორაგბე, რომელიც რუსებს მოემსახურება”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი ჩომახაშვილმა ქართველი მორაგბეების რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად შეკრებაზე სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

რაგბის კავშირმა რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად ქუთაისში შეკრების გამართვაზე განცხადება გაავრცელა. “გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში […]...
წაკითხვა
რაგბი

“ოკუპანტს ხელგაშლილი ვხვდებით, ისე დავუმეგობრდით, ვეღარც მოვუგებთ”

საქართველოს 7-კაცა ეროვნული ნაკრები 24 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე ქუთაისში შეკრებას რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად გაივლის. […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძე: “ლაშა ყოველთვის წყნარად, თავჩაღუნული მიყვებოდა თავის საქმეს”

ლეგენდარული მორაგბემ მამუკა გორგოძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” ლაშა შავდათუაშვილზე ისაუბრა. “ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ ბიჭ...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება თეა წულუკიანზე

საქართველოს რაგბის კავშირი პასუხობს 20 იანვარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გაჟღერდა მცდარი მოსაზრება, რომ რაგბის […]...
წაკითხვა
რაგბი

ჩილაჩავამ ავსტრალიელ ჰუკერს სახეში ხელი უთავაზა (ვიდეო)

საფრანგეთის ტოპ 14-ში “კასტრი ოლიმპიკის” ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ავსტრალიელი ჰუკერისგან ტოლუ ლატუსგან სახეში დარტყმა მიიღო, […]...
წაკითხვა
რაგბი

დავით ნინიაშვილი: “მოედანზე არასდროს არაფერს ვერიდები!”

2021 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბემ, გულშემატკივართა რჩეულმა დავით ნინიაშვილმა, 8 იანვარს ტოპ 14-ში სადებიუტო ლელო […]...
წაკითხვა