ბორჯღალოსნების რაზმი კანადის წინააღმდეგ
ბორჯღალოსნები მსოფლიო თასისთვის მზადებას ინგლისში განაგრძობენ. შეკრების ფარგლებში დაგეგმილი სამი საკონტროლო მატჩიდან პირველი 28 აგვისტოს ნიუქასლ ფალკონზის წინააღმდეგ გაიმართა. შეხვედრაში მასპინძლებმა 27-7 გაიმარჯვეს.
„ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო და შესაბამისი დასკვნებიც გამოვიტანეთ. მთლიანობაში კარგი გაკვეთილი იყო, ვინაიდან ნათლად დავინახეთ შეცდომები, რომლებსაც კანადასთან და იაპონიასთან გამოვასწორებთ. ახლა მთლიანად ამ მატჩებზე გადავერთეთ. მოგეხსენებათ ეს ოფიცციალური ტესტებია და რათქმაუნდა რეიტინგზეც იმოქმედებს.“ განაცხადა ბორჯღალოსნების კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა, რომელმაც ‘სეილ შარქსის’ შემადგენლობაში ‘ფალკონზს’ ბოლოს 2014 წლის ნოემბერში ეთამაშა. მან ასევე დასძინა „ჩემთვის ნიუქასლთან მატჩს დიდი მნიშნელობა ჰქონდა, ვინაიდან წლის დასაწყისში პორტუგალიასთან მიღებული მუხლის ტრავმის შემდეგ პირველად ვითამაშე. თავს ისე ვგრძნობდი თითქოს ჩემი დებიუტი იყო.“
მსოფლიო თასამდე ჩვენი ნაკრები კიდევ ორ მატჩს გამართავს. ხვალ, ბორჯღალოსნები ეშერში კანადას დაუპირისპირდებიან. მატჩი ჩვენი დროით 22:30 საათზე დაიწყება. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის დადასტურება შეგვიძლია, რომ მატჩის ტექსტური ლაივი საქართველოს რაგბის კავშირის სოც-მედიის პლატფორმებზე (Facebook, Twitter) იწარმოებს.
სამწვრთნელო შტაბმა მატჩისა და დამღლელი, 7 საათიანი მგზავრობის შემდეგ გუნდი ერთი დღით დაასვენა და ეს დრო ვიდეო ანალიზს დაუთმო. შეხვედრამდე ნაკრები ორ დღეს ივარჯიშებს. დღეს კი, მილტონ ჰეიგმა ბორჯღალოსნების სამატჩო, 23 კაციანი რაზმი დაასახელა.
„ეს მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია, თუნდაც იმ მხრივ, რომ ნიუქასლის შემდეგ ჩვენი თამაში გავაუმჯობესოთ. გავაანალიზეთ წინა შეხვედრა და მიუხედავად იმისა, რომ კანადასთან გასამართ მატჩამდე მხოლოდ 2 დღეს ვივარჯიშებთ, სწრაფად უნდა მოვახდინოთ ადაპრტირება და ჩვენი პოტენციალი სრულად და ღირსეულად უნდა წარმოვაჩინოთ.“ განაცხადა ჰეიგმა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასისთვის მზადების ფარგლებში ჩვენი ნაკრები მესამე ტესტში იაპონიას დაუპირისპირდება. მატჩი 5 სექტემბერს გლოსთერში, ‘ქინგსჰოლმ სთედიუმზე’ გაიმართება .
საქართველოს სამატჩო რაზმი კანადის წინააღმდეგ. 2 სექტემბერი, 22:30 სთ, მოზლი როუდი, ეშერი
ხაზი / ბექები
15 ბექა წიკლაური, 14 გიორგი ფრუიძე, 13 მერაბ შარიქაძე, 12 თამაზ მჭედლიძე, 11 გიორგი აფციაური, 10 ლაშა მალაღურაძე, 9 გიორგი ბეგაძე
შერკინება / ფორვარდები
1 კარლენ ასიეშვილი, 2 შალვა მამუკაშვილი, 3 ლევან ჩილაჩავა, 4 გიორგი ნემსაძე, 5 ლევან დათუნაშვილი, 6 გიორგი თხილაიშვილი, 7 მამუკა გორგოძე (კაპ), 8 ლაშა ლომიძე
მარქაფა
16 ჯაბა ბრეგვაძე, 17 მიხეილ ნარიაშვილი, 18 დავით ზირაქაშვილი, 19 კონსტანტინე მიქაუტაძე, 20 გიორგი ჩხაიძე, 21 ვაჟა ხუციშვილი, 22 ლაშა ხმალაძე, 23 დავით კაჭარავა
Rugby.GE