ბორჯღალოსნების სამატჩო რაზმი

თარიღი: თებერვალი 5, 2016

შაბათს 2016 წლის სანაკრებო სეზონი იწყება – 6 თებერვალს, 14 საათზე, ბორჯღალოსნები ‘რაგბი ევროპის’ ჩემპიონატის სტარტზე გერმანიას უმასპინძლებენ ავჭალის სტადიონზე.

მატჩის ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყო. დღეს და ხვალ ავჭალის სტადიონის სალაროები 11-დან 19 საათამდე მუშაობენ, ხოლო მატჩის დღეს – 12 საათიდან მატჩის დაწყებამდე. ბილეთის ფასი 5 ლარია.

წლის პირველ მატჩამდე 48 საათზე ნაკლები დრო რომ რჩება, დადგა რაზმის დასახელების დრო. ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა გუნდი წინა კვირას, შევარდენზე შეკრიბა და პირველი ორი შეხვედრისთვის გაფართოებული რაზმიც დაასახელა (ვრცლად)

დღეს ჰეიგმა რაზმი 23 კაცამდე შეკვეცა, რათა შაბათს გერმანიას დავუპირისპირდეთ. შემადგენლობაში რამდენიმე პოზიციაზე ღირს ყურადღების გამახვილება. მათ გამო მთავარმა მწვრთნელმა კომენტარები გააკეთა.

გერმანიასთან ბორჯღალოსნებს შალვა სუთიაშვილი უკაპიტნებს. მას ეს პატივი და პასუხისგებლობა მერვედ ერგო. სუთიაშვილი ეროვნულ ნაკრებს მინდორზე ბოლოს 2015 წლის ‘რაგბი ევროპის’ ჩემპიონატზე წარუძღვა.

რაზმში ერთი ახალბედაა – რუსთაველი ბურჯი, მსოფლიო რაგბის 2015 წლის 20-წლამდელთა ალაფის გამარჯვებული, გიორგი მელიქიძე, რომელიც ‘სტად ფრანსეს‘ ესპუარებში თამაშობს და ხშირად ჩნდება პირველ გუნდშიც. დასაბამიდან იგი 237-ე ბორჯღალოსანია – „როგორც ადრე აღვნიშნე, დიდი ხანია, რაც მელიქიძეს ვაკვირდებით და მნიშვნელოვანად მიმაჩნია მისთვის შანსის მიცემა. იმედი მაქვს, იგი ისევე გამორჩეულად ითამაშებს, როგორც ალაფაზე. მას, ასაკის მიხედვით, 20 წლამდელთა მსოფლიოზეც უწევს თამაში და ამ ტურნირისთვის უდიდეს გამოცდილებას დააგროვებს.“

შერკინებაში 8 ნომრად ‘მონ დე მარსანისა’ და 20-წლამდე ბორჯღალოსანთა მესამეხაზელი – ასევე რუსთაველი, ბექა გორგაძე დაიწყებს – „მან შარშან უკვე ითამაშა ‘თბილისის თასზე‘ და მსოფლიო თასის შეკრებაზეც ივარჯიშა გუნდთან ერთად. აქედან გამომდინარე, მისთვის ეს გარემო უცხო არაა. ბექაზე დიდ იმედებს ვამყარებ. მნიშვნელოვნად მიმაჩნია და იმედიც მაქვს, რომ იგი გაითავისებს როლს და დარწმუნებული ვარ, რომ საქმეს თავს კარგად გაართმევს.“

შაბათის მატჩში დავით კაჭარავა 88 კეპს დააგროვებს და ნამსახურობით დაეწევა აქამდელ ლიდერს, მერაბ კვირიკაშვილს. ‘მეკო‘ ამ მატჩს გამოტოვებს, რადგან მაჯის ტრავმას იშუშებს – „კვირიკაშვილს მაჯის ოპერაცია გაუკეთეს და ვგეგმავდით, რომ შაბათს ეთამაშა, მაგრამ მაინც არ გავრისკეთ, ვინაიდან ახლახანს განაახლა ვარჯიში. შემდეგ კვირაში მეკო მწყობრში უნდა იყოს.“

ასევე აღსანიშნავია, რომ გუნდის მეორე ვეტერანი, მორკინალი გიორგი ჩხაიძე მიითვლის 87-ე კეპს.

სეზონის პირველ მატჩში გამოძახებულთაგან ვერ ვიხილავთ თამაზ მჭედლიძესა და მერაბ შარიქაძეს. ორივენი ტრავმებს იშუშებენ. მჭედლიძემ ტოპ 14-ის ბოლო ტურში ფეხის კუნთი გაიჭიმა, ხოლო შარიქაძეს კოჭი აწუხებს – „მჭედლიძესა და შარიქაძეს მცირე ტრავმები აქვთ და ვამჯობინეთ მათი დასვენება. დღეის მდგომარეობით ისინი მინიმუმ ერთ კვირას გამოტოვებენ.“

კაჭარავასთან ერთად უკანა ხაზის ცენტრში ლაშა მალაღურაძე ითამაშებს – „მოცემულ მდგომარეობაში მალაღურაძე 12 ნომერზე იდეალურ კანდიდატად მიმაჩნია. გარდა ამისა, ჩვენ ადრეც მოვიაზრებდით მას ამ პოზიციაზე და ლაშასთან ბევრჯერ მისაუბრია ამის შესახებ. მან მსოფლიოზეც დაამტკიცა, რომ შეტევაში ბურთს მარჯვედ ანაწილებს და დაცვაშიც კარგად თამაშობს.“

სამატჩო რაზმი

უკანა ხაზი

15. ბექა წიკლაური
14. გიორგი ფრუიძე
13. დავით კაჭარავა
12. ლაშა მალაღურაძე
11. სანდრო თოდუა
10. ლაშა ხმალაძე
9. ვასილ ლობჟანიძე

შერკინება [ფორვარდები]

1. მიხეილ ნარიაშვილი
2. შალვა მამუკაშვილი
3. ანტონ ფეიქრიშვილი
4. გიორგი ჩხაიძე
5. გიორგი ნემსაძე
6. შალვა სუთიაშვილი^კაპ
7. გიორგი თხილაიშვილი
8. ბექა გორგაძე

მარქაფა [სათადარიგოები]

23. გიორგი აფციაური
22. რევაზ ჯინჭველაშვილი
21. გიორგი ბეგაძე
16. ზურაბ ჟვანია
17. კახა ასიეშვილი
18. გიორგი მელიქიძე
19. ლაშა ლომიძე
20. საბა შუბითიძე

Rugby.GE

მსგავსი სიახლეები
რაგბი

საქართველოს ნაკრები ქომაგებს იაპონურად დაემშვიდობა (ვიდეო)

11 დეკემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა იაპონიაში მიმდინარე 2019 წლის მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი გამართა. “ბორჯღალოსნები” […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძის ემოციური სიტყვები მილტონ ჰეიგს (ვიდეო)

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ 2019 წლის მსოფლიო თასზე გამართული ბოლო შეხვედრის შემდეგ მილტონ […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “იმედი მაქვს, მომდევნო მსოფლიო თასზე უკეთესად გამოვალთ”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამართული ბოლო მატჩის შემდეგ კომენტარი […]...
წაკითხვა
რაგბი

სანდრო თოდუას ლელო ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Go Georgia 😂 wow….! #AUSvGEO #RugbyWorldCup pic.twitter.com/wr3p7ZspCx — -🇦🇺🇺🇸🇦🇺- (@Frolencewalters) October 11, 2019...
წაკითხვა
რაგბი

გელა აფრასიძის მძიმე დაზიანება ავსტრალიასთან მატჩში (ვიდეო)

მსოფლიო თასზე, საქართველოსა და ავსტრალიის მორაგბეთა ნაკრებებს შორის მიმდინარე მატჩის 51-ე წუთზე გელა აფრასიძემ მოედანზე […]...
წაკითხვა
რაგბი

მილტონ ჰეიგი: “ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი შემადგენლობა, რომლის დაყენებაც შეგ

11 ოქტომბერს ავსტრალიასთან შიზუოკაში გასამართი მატჩისთვის შემადგენლობის დასახელების შემდეგ, ბორჯრალოსნებმა ჯაბა ბრეგვაძემ, სოსო მათიაშვილმა და [&helli...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ავსტრალიის წინააღმდეგ

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2019 წლის მსოფლიო თასის დასკვნითი შეხვედრისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ჩვენი გუნდი 11 […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “ყველა მოთამაშეს და განსაკუთრებით მე, გვრცხვენია”

2019 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნები დასკვნით შეხვედრას 11 ოქტომბერს, საქართველოს დროით 14:15 საათზე ავსტრალიის წინააღმდეგ […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ ფიჯისთან განცდილი მარცხის (10:45) შემდეგ კომენტარი გააკეთა და ქართველ […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძის ლელო ფიჯის წინააღმდეგ (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო A couple of stunning stereotypical #Fiji tries are countered by the most Mamuka […]...
წაკითხვა
რაგბი

ურუგვაელი მორაგბე საქართველოს ნაკრებთან მატჩში მომხდარის გამო 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით

ურუგვაის ნაკრების ბურჯი, ფაკუნდო გატასი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ურუგვაელმა მორაგბემ 29 სექტემბერს საქართველოს წინააღმდეგ გამართულ [&hell...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ფიჯის წინააღმდეგ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 2019 წლის მსოფლიო თასზე ფიჯისთან გასამართი შეხვედრისათვის შემადგენლობა დაასახელა. ფიჯისთან […...
წაკითხვა
რაგბი

სახალისო ვიდეო: მილტონ ჰეიგი ურუგვაისთან მატჩის მიმდინარეობისას (ვიდეო)

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელ მილტონ ჰეიგისათვის ურუგვაისთან გამართული მატჩი რთული გამოდგა იმ თვალსაზრისით, რომ მას […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის მსოფლიო თასის ორგანიზატორებმა საქართველოს ბოდიში მოუხადეს

რაგბის მსოფლიო თასის ორგანიზატორებმა ქართულ მხარეს ურუგვაისთან მოგების შემდეგ სტადიონზე ჩართული რუსული სიმღერის გამო ბოდიში […]...
წაკითხვა