ბორჯღალოსნების საშეკრებო რაზმი

თარიღი: მაისი 22, 2017

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა მილთონ ჰეიგმა ამერიკული ტურნესთვის 36 მორაგბეს უხმო.

ახალ ზელანდიელ სპეციალისტს განზრახული ჰქონდა, რომ გაფართოებულ შემადგენლობაში სხვა მოთამაშეებიც ეხილა, მაგრამ რამდენიმე მათგანი ტრავმის გამო მოისაკლისა.

ესენი არიან: დუდუ ქუბრიაშვილი, გიორგი თეთრაშვილი, ვახტანგ მაისურაძე, ბექა გორგაძე, ბადრი ლიპარტელიანი, ანზორ სიჭინავა, ირაკლი სვანიძე

ბორჯღალოსნები შევარდენზე 29-იდან 31 მაისამდე სამდღიან შეკრებას გაივლიან, რომელიც მსოფლიო რაგბის მე-9 დებულებიტ არის გათვალისწინებული. 1 ივნისს გახდება ცნობილი იმ 33 მორაგბის ვინაობა, რომლებიც 3 ივნისს კანადაში გაემგზავრებიან. მოსამზადებელ შეკრებაზე არ იქნებიან ის მოთამაშეები, რომელთა გუნდებიც საფრანგეთის ტოპ 14-ის პლეი ოფში თამაშობენ.

“რაგბი ევროპის ჩემპიონატისგან განსხვავებით, სადაც განვითარების გეგმის თანახმად ახალგაზრდა და ადგილობრივი მორაგბეები ვნახეთ საქმეში, ამერიკულ ტურნეზე უძლიერესი შემადგენლობა მიგვყავს. ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგებთან გვიწევს თამაში, ტესტ-მატჩებზე ნაჩვენებ შედეგს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და საუკეთესოებით წარმატების მეტი შანსი გვექნება.

“შეკრებაზე გვყავს როგორც გამოცდილი, ასევე შედარებით ახალგაზრდა მორაგბეები. ბიჭებს ენთუზიაზმი და ენერგია არ აკლიათ და ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, სასიამოვნოა ამ გუნდთან მუშაობა. დიდი მონდომებით ველი სრული შემადგენლობის შეკრებას“ – გაფართოებული რაზმის დასახელების შემდეგ განაცხადა მილთონ ჰეიგმა.

ძლიერ მეტოქეებთან

ბორჯღალოსნებს ივნისში სამი მნიშვნელოვანი ტესტ-მატჩის და დიდი მანძილის დაფარვა მოუწევს. გუნდი 3 ივნისს ჩრდილოეთ ამერიკაში, კანადაში მიემგზავრება, სადაც 10 ივნისს (საქართველოს დროით 01:00, 11 ივნისი) ქალგარიში კანადას შეხვდება.

კანადიდან ბორჯღალოსნები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ატლანტაში გადაინაცვლებენ და 17 ივნისს (საქართველოს დროით 03:00 18 ივნისი) ‘არწივებს’ შეერკინება.

ამის შემდეგ ბორჯღალოსნებს უკიდურეს სამხრეთში, ზაფხულიდან ზამთარში მოუწევთ გადაფრენა და ჰუჰუიში 24 ივნისს პუმებს (საქართველოს დროით 23:15) შეხვდებიან.

“ზაფხულის ტესტ-მატჩებს უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ. შარშანდელი ოკეანეთის ტურნეს მსგავსად, წელსაც გვაქვს შესაძლებლობა, რომ ისტორიაში ახალი ფურცელი ჩავწეროთ.

“თითოეული თამაში ძალიან რთული იქნება: აშშ-მ ახლახანს ‘ამერიკის რაგბის ჩემპიონატი’ მოიგო და თავდაჯერებული იქნება; კანადა საერთაშორისო დონეზე ყოველთვის კარგად გამოდის; არგენტინა 2015 წლის მსოფლიო თასის ნახევარფინალისტია და მათთან თამაში ჩვენთვის სასიამოვნო გამოწვევაა“ – ამბობს ჰეიგი.

ბორჯღალოსნების საშეკრებო შემადგენლობა 2017 წლის ივნისის ტესტებისთვის

შერკინება: ანტონ ფეიქრიშვილი (კარდიფი, უელსი), თორნიკე მატარაძე (ლიონი, საფრანგეთი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი), ჯაბა ბრეგვაძე (ვუსტერი, ინგლისი), შალვა მამუკაშვილი (ტულონი, საფრანგეთი), ბადრი ალხაზაშვილი (ტულონი, საფრანგეთი), სოსო ბეკოშვილი (ბრივი, საფრანგეთი), ირაკლი მირცხულავა (ოიონა, საფრანგეთი), კარლენ ასიეშვილი (ბრივი, საფრანგეთი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი, საფრანგეთი), კოტე მიქაუტაძე (მონპელიე, საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე (დომონი, საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე (ბრისთოლი, ინგლისი), ნოდარ ჭეიშვილი (ლელო სარასენსი), ოთარ გიორგაძე (კლერმონი, საფრანგეთი), ბექა ბიწაძე (შონბრი, საფრანგეთი), მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი, რუსეთი), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), ლაშა ლომიძე (ლონდონ აირიში, ინგლისი), ვიტო კოლელიშვილი (კლერმონი, საფრანგეთი), გიორგი ცუცქირიძე (ბრივი, საფრანგეთი);

ხაზი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, საფრანგეთი), გიორგი ბეგაძე (ყოჩები), ვაჟა ხუციშვილი (ლოკომოტივი), ლაშა მალაღურაძე (კრასნი იარი, რუსეთი), ლაშა ხმალაძე (ლელო სარასენსი), რევაზ ჯინჭველაშვილი (ბაგრატი), დავით კაჭარავა (ენისეი, რუსეთი), თამაზ მჭედლიძე (აჟენი, საფრანგეთი), მერაბ შარიქაძე (ორიაკი, საფრანგეთი), გიორგი კოშაძე (ხარები), ალექსანდრე თოდუა (ლელო სარასენსი), იოსებ მათიაშვილი (აკადემია), გიორგი ფრუიძე (ბაგრატი), მერაბ კვირიკაშვილი (ლელო სარასენსი), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი).

Rugby.GE

მსგავსი სიახლეები
რაგბი

როგორ დახვდნენ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს იაპონიაში (ვიდეო)

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 9 სექტემბერს იაპონიაში ჩავიდა. “ბორჯღალოსნებს” აეროპორტში ადგილობრივი გულშემატკივრები დახვდნენ. შეგახსენებთ,...
წაკითხვა
რაგბი

მილტონ ჰეიგი: “შოტლანდიამ ფიზიკურად ვერცერთ მატჩში ვერ გვაჯობა”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა შოტლანდიასთან გამართული შეხვედრა შეაფასა. როგორც იცით, შოტლანდიამ “ბორჯღალოსნე...
წაკითხვა
რაგბი

გორგოძე: “არ ვიცი, რა გამიკეთებია ასეთი, ამდენ სითბოს და სიყვარულს რომ ვიღებ”

საქართველოს ყველა დროის მელელოვე მამუკა გორგოძე ნაკრებს დაუბრუნდა და 2019 წლის მსოფლიო თასზე ითამაშებს! 35 […]...
წაკითხვა
რაგბი

გიორგი ჩხაიძე ჰეიგს: “არ ხარ შენ კაი კაცი, მილტონ”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი წევრი, გიორგი ჩხაიძე მერაბ კვირიკაშვილის მსოფლიო თასისათვის 31-კაციან განაცხადში არშეყვანის ამბავს […]...
წაკითხვა
რაგბი

მილტონ ჰეიგი: “მადლობა ქართველ ქომაგებს, ისინი მსოფლიოში საუკეთესოები არიან”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა ბორჯღალოსნების თავკაცის რანგში საქართველოში ბოლო მატჩი შოტლანდიის წინააღმდეგ [&helli...
წაკითხვა
რაგბი

მილტონ ჰეიგი: “შოტლანდიის ნაკრების დონის გუნდთან დაშვებული შეცდომა უფრო მეტად ფასობს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა შოტლანდიის ნაკრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. შოტლანდიასთ...
წაკითხვა
რაგბი

მილტონ ჰეიგი: “ეს ქართული რაგბისთვის ისტორიული მოვლენაა”

31 აგვისტოს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები თიბისი რაგბის სერიების მეორე მატჩში შოტლანდიას “დინამო არენაზე” დაუპირისპირდება. მატჩამდე [&hel...
წაკითხვა
რაგბი

მილტონ ჰეიგმა მამუკა გორგოძის ნაკრებში შესაძლო დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრებს, შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატზე მამუკა გორგოძე დაუბრუნდეს, რომელმაც სანაკრებო კარიერა […]...
წაკითხვა
რაგბი

სამწუხარო ინფორმაცია: გიორგი ცუცქირიძე მსოფლიო თასზე ვერ ითამაშებს

27 აგვისტოს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა თიბისი რაგბის სერიების პირველ მატჩში აფრიკული “საუზერნ კინგსი” 24:20 […]...
წაკითხვა
რაგბი

“ბორჯღალოსნებმა” მსოფლიო ჩემპიონატის წინ ახალი კვართები წარადგინეს (ფოტო)

სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის 2019 წლის გათამაშების დაწყებამდე, რომელიც […]...
წაკითხვა
რაგბი

გოჩა სვანიძის განცხადება, რუსეთის რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე

დღეს, 19 ივლისს, რუსეთის რაგბის ფედერაციამ გამოაქვეყნა განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთის ნაკრები საქართველოს ნაკრების […]...
წაკითხვა
რაგბი

17 წლის ქართველი მორაგბე, რეზი თაბაგარი გარდაიცვალა

სარაგბო კლუბ “არწივების” მოთამაშე, 17 წლის რეზი თაბაგარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია გუშინ […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსულმა კლუბმა ორ ქართველ მორაგბეებს თვალის ჟესტის გამო კონტრაქტი გაუწყვიტა

რამდენიმე დღის წინ, რუსეთის სარაგბო ჩემპიონატის კლუბ “სლავას” ქართველმა მოთამაშეებმა რეზი ბროძელმა და საბა ილურიძემ […]...
წაკითხვა
რაგბი

დღის ფოტო: რა ხდება ტოკიოს ქუჩებში?

20 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ეროვნული ნაკრებიც […]...
წაკითხვა
რაგბი

ბრიტანელ მორაგბეს მუხლი ამოუვარდა, შემდეგ ჩაისვა და თამაში გააგრძელა (ვიდეო)

ბრიტანული “ჰალის” მორაგბე ჯო ვესტერმანმა სუპერ ლიგაში, “ჰალ კინგსტონ როვერსთან” გამართულ შეხვედრაში მებრძოლი ხასიათი გამოავლინ...
წაკითხვა