ბორჯღალოსნების შეხვედრა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში
3 აპრილს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში ბორჯღალოსნები შეხვდნენ 14-18 წლამდე სკოლის მოსწავლე მორაგბეებს და წეროვანში კომპაქტურად ჩასახლებული ბავშვებს. ცნეტრის მეშვეობით ბავშვები ხშირად ესწრებიან ეროვნული ნაკრების საშინაო მატჩებს. შეხვედრას ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და რაგბის კავშირს პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ქართველმა მორაგბეებმა: ირაკლი მაჩხანელმა, ვაჟა ხუციშვილმა, ლაშა ხმალაძემ და ირაკლი ყიასაშვილმა ახალგაზრდებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს, თუ რა ძალისხმევა დასჭირდათ წარმატების მისაღწევად და როგორ დაგეგმეს თავიანთი სპორტული კარიერისკენ მიმავალი გზა.
შეხვედრის დასასრულს ბავშვებმა, ეროვნული ნაკრების წევრებთან
სამსახსოვრო ფოტოები გადაიღეს
შეხვედრა ჩატარდა ცენტრის პროექტის, ,,შეხვედრები სპორტსმენებთან” ფარგლებში, რომლის მიზანია:
– ახალგაზრდა სპორტსმენების ინფორმირება;
– ახალგაზრდებში სპორტული კულტურის ამაღლება;
– ახალი გამოცდილების მიღება;
– თვითრელიზაციის უნარის გამომუშავება;
– სპორტული სახეობების პოპულარიზაცია;
– მომავალ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა;
– გამოჩენილი სპორტსმენების კიდევ ერთხელ წარმოჩენა მომავალი თაობის წინაშე.
დღეს საქართველოში არ არსებობს ისეთი ადგილი, სადაც ახალგაზრდა სპორტსმენები მიიღებენ თეორიულ ცოდნას, ისინი მხოლოდ პრაქტიკულ ცოდნაზე არიან დამოკიდებული. პროექტის მიზანია, მივცეთ მათ საშუალება, უშუალო გარემოში შეხვდნენ ცნობილ სპორტსმენებს, რათა თავად სპორტსმენებისგან გაიგონ, თუ რა ძალისხმევა დასჭირდათ წარმატების მისაღწევად. მოისმინონ რჩევები, თუ როგორ დაგეგმონ თავიანთი სპორტული კარიერისკენ მიმავალი გზა.
Rugby.GE