ბორჯღალოსნებმა მსოფლიომდე პირველი სამ კვირიანი შეკრება დაასრულეს
2015 წლის მსოფლიო თასამდე 60 დღე რჩება. პარასკევს ბორჯღალოსნებმა მსოფლიოს წინა მზადების პირველი ფაზა, სამ კვირიანი ფიზ-მომზადების შეკრება დაასრულეს შევარდენზე და ერთ კვირას დაისვენებენ. მწვრთნელები პირველი ფაზით და გუნდის მდგომარეობით კმაყოფილნი არიან, ვინაიდან ბიჭებმა ბოლო სამი კვირის განმავლობაში მზარდ დატვირთვას კარგად გაუძლეს. ერთ კვირიანი დასვენების შემდეგ, გუნდი შემდგომ 9 დღიან შეკრებას კვლავ შევარდენზე გაივლის. სამწვრთნელო შტაბის განცხადებით, მეორე ფაზა კიდევ უფრო რთული და დატვირთული იქნება, მაგრამ ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ბიჭები ამას თავს კარგად გაართმევენ.
მილტონ ჰეიგი პირველ შეკრებას აფასებს
“რა თქმა უნდა მწვრთნელებიკმაყოფილები ვართ ამ შეკრებით და დარწმუნებული ვარ, რომ ბიჭებსაც ახარებთ შედეგები. გარდა იმისა, რომ ისინი პირველი სამი კვირის შემდეგ თავს მხნედ გრძნობენ, მათ ყველაფერი ზედმიწევნით კარგად შეასრულეს. დარწმუნებული ვარ აქამდე, არც ერთ შეკრებაზე ამ დონის სამუშაო არ შეუსრულებიათ. გულწრფელად, რომ გითხრათ საქმე 95 პროცენტით შევასრულეთ რაც დამაკმაყოფილებელია და აუცილებლად წაგვადგება.
“რასაც ჩვენ მივაღწიეთ არის ის, რომ მოთამაშეებმა კვირიდან კვირამდე მზარდ დატვირთვას თავი კარგად გაართვეს, რისი ნათლად ნახვაც პარასკევს შუადღეს იყო შესაძლებელი – ეს, რომ პირველი კვირა ყოფილიყო, ბიჭებს სადილის თავიც არ ექნებოდათ. აქედან გამომდინარე, მეორე კვირა პირველზე უკეთესი იყო, ხოლო შეკრების ბოლოს კი ბიჭები შესაშურ ფორმაში იყვნენ, იმის გათვალისწინებითაც, რომ ბოლო ვარჯიში აქამდე ჩატარებულებიდან ყველაზე რთული იყო.“
ერთ კვირას დაისვენებენ
ახლა, როდესაც ბორჯღალოსნებმა დასვენების პირველი კვირა დაიმსახურეს, სამწვრთნელო შტაბმა მათ სთხოვა არ დავიწყებოდათ, თუ რა სირთულის შეკრება გაიარეს. გარდა ამისა, მოთამაშეებს სხვა და სხვა ვარჯიშების შესრულება მოუწევთ. ერთი კვირის თავზე კი, გუნდი შევარდენს დაუბრუნდება, სადაც პოლონეთში გამგზავრებამდე 9 დღიან შეკრებას გაივლის. ამ შეკრების დროს სამწვრთნელო შტაბი სარაგბო ელემენტებს და სპეციფიურ ვარჯიშებს დავამატებს, მაგრამ ეს მაინც ფიზ-მომზადებაზე ორიენტირებული შეკრება.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, 9 დღიანი შეკრების დასრულების შემდეგ ბორჯღალოსნები პოლონეთში გაემგზავრებიან, სადაც 10 დღის განმავლობაში კრეოთერაპიის დახმარებით განაგრძობენ მომზადებას. სპეციალური კრიო კაბინები ფორმაში ჩადგომის მაქსიმალურად სწრაფ ეფექტს იძლევა. ეს ეტაპი ასევე ფიზ. მომზადებას დაეთმობა. რაც შეეხება სარაგბო კუთხით ვარჯიშს, ის მხოლოდ ინგლისში შეკრებაზე გამგზავრების შემდეგ დაიწყება, როდესაც ნაკრები საბოლოო მოსამზადებელ ეტაპზე გადავა.
პოლონეთის შემდეგ ბორჯღალოსნების ერთ კვირას შინ დაისვენებენ და 24 აგვისტოს, მსოფლიოსთვის მოსამზადებელი ეტაპის ბოლო ფაზის გასავლელად ინგლისში გაემგზავრებიან.
Rugby.GE