ბორჯღალოსნებს 25 წელი შეუსრულდათ!
12 სექტემბერს, 25 წელი სრულდება “ბორჯღალოსნების” პირველი ტესტიდან:
ქართული სპორტის ისტორიაში პირველად შედგენილმა რაგინდარა სახეობის ეროვნულმა ნაკრებმა ქუთაისში უმასპინძლა ზიმბაბვეს და 16:3 გაიმარჯვა.
ასე გადაიდგა პირველი ნაბიჯი ქართული რაგბის საერთაშორისო აღიარებისკენ, რაც 1992 წლის 27 თებერვალს, ირბ-ის წევრად გახდომით დაგვირგვინდა.
მას აქეთ საქართველო
* 4-ჯერ (2003 2007 2011 2015) გავიდა რაგბის მსოფლიო თასზე.
ბორჯღალოსნებმა
* 12 გათამაშებაში 7-ჯერ (2001 2007/8 2009 2011 2012 2013 2014) მოიპოვეს “ერთა თასი”
* 15 სეზონში 9-ჯერ (2001 2005 2007 2008 2009 2011 2012 2013 2014) იმარჯვეს წლიურ “უმცროს 6 ერზე”
* 4-ჯერ (2001 2008 2011 2014) შეასრულეს სლემი (ძლიეს ყველა მეტოქე)
* 8-ჯერ (2005 2007 2008 2009 2011 2012 2013 2014) შემართეს რუმინეთთან საცილო “ანთიმოზ ივერიელის თასი” და
* რუსეთსაც 16-1*1 ჯობნიან.
სულ ჩვენი სასახელო გუნდის ბალანსია
167 ტესტი: 101 მოგება – 60 წაგება * 6 ფრე, ბორჯღალიანი კვართი კი 224 მოთამაშეს სცმია.
რაგბის კავშირი ულოცავს სრულიად რაგბის თემსა და სპორტულ საზოგადოებას ბორჯღალოსნების იუბილეს და საგანგებო მადლობას უძღვნის პირველი გამარჯვების შემოქმედ გუნდს.
საქართველო 16:3 ზიმბაბვე
საქ: 15 ვანო საცერაძე, 14 ალეკო ხვედელიძე, 13 ოლეგ ლიპარტელიანი^კაპ (16 კახა მაჩიტიძე 33) 12 მალხაზ ჭეიშვილი, 11 ბათლომე ხამაშურიძე; 10 ნუგზარ ძაგნიძე, 9 მამუკა ლოსაბერიძე / 1 ზაზა ბაკურაძე, 2 თენგიზ ტურძელაძე, 3 ბესარიონ ლილუაშვილი (21 გელა ფირცხალავა 71) 4 თამაზ ხუადე, 5 ალექსანდრე ისაკაძე (20 თამაზ ოდიშარია 49) 6 თამაზ ფხაკაძე, 7 გია გიუნაშვილი, 8 დათო ღუდუშაური * მრქ) 17 ოლეგ ჟორჟოლიანი, 18 ემზარ გეგუჩაძე / 19 ზვიად ლიპარტელიანი * მწვ) დავით კილასონია, დუგლას კავთელაშვილი, თემურ ბენდიაშვილი – ლ: ჯგუფური (ძაგნიძე) 4ჯ: ძაგნიძე
ზიმ – ჯ: ფერეირა
რეფ გოჩა აბაშიძე @ სამ 12/09 1989; ქუთაისი, ცენტრალური (წვიმა, 12 ათასი)
0:3(3) 3:3(5) 6:3(10) 10:3(35) / 13:3(48) 16:3(56) ^ იმხანად ლელო 4 ქულად ფასობდა
Rugby.Ge