“ბორნმუთი” – “მანჩესტერ სიტი”: “ქალაქელბმა” ბოლო წუთებზე მოიგეს (ვიდეო)
პრემიერ ლიგის მესამე ტური “ბორნმუთისა” და “მანჩესტერ სიტის” დაპირისპირებამ გახსნა, რომელიც საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა.
მატჩის ანგარიში მე-11 წუთზე გაიხსნა, თავი “ალუბლების” შემტევმა, დენიელსმა გამოიჩინა. მასპინძლებს გაბრიელ ჟეზუსმა უპასუხა, რომელმაც დავიდ სილვას საგოლე გადაცემა გამოიყენა.
მატჩის ბედი კი სტერლინგის მიერ მეშვიდე დამატებულ წუთზე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. ინგლისელმა ფეხბურთელმა უმნიშვნელოვანესი გოლის გატანიდან რამდენიმე წუთში წითელი ბარათი მიიღო.
შედეგად, “მანჩესტერ სიტის” სამ მატჩში 7 ქულა უგროვდება, “ბორნმუთს” კი – 0. მომდევნო ტურში ედი ჰაუს გუნდი “ემირეიტ სტედიუმს” ეწვევა, პეპის კი “ლივერპულს” უმასპინძლებს.
“ბორნმუთი”: ასმირ ბეგოვიჩი; დანიელსი, მინგსი, აკე, კუკი, სმიტი; არტერი, სურმანი, გოსლინგი; კინგი, ჟერმეინ დეფო (აფობე 73′)
მთავარი მწვრთნელი: ედი ჰაუ
“მანჩესტერ სიტი”: ედერსონი; დანილო, კომპანი, ოტამენდი, მენდი;დე ბრუინი; ფერნანდინიო, სილვა; ბერნარდო სილვა (აგუერო 66′), გაბრიელ ჟეზუსი (ლეროი სანე 82′), სტერლინგი
მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა