„ბორუსია“ მზადაა, გიუნდოგანს ყოველწლიურად 6,5 მილიონი ევრო აგდაუხადოს
დორტმუნდის „ბორუსიას“ ხელმძღვანელობა ნახევარმცველ ილკაი გიუნდოგანს ახალ კოტნრაქტს სთავაზობთ. გერმანული პრესის ინფორმაციით, დორტმუნდელებს გიუნდოგანთან ხელშეკრულების გახანგრძლივება 2019 წლამდე სურთ.
წინადადების მიღების შემთხვევაში, ნახევარმცველის ყოველწლიური ხელფასი 6,5 მილიონ ევრომდე გაიზრდება. ამავდროულად, თუ ილკაი „ბორუსიას“ წინადადებას უარყოფს, კლუბი ზაფხულში მის გაყიდვას შეეცდება.