“ბორუსია” რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო (ფოტო)
დორტმუნდის “ბორუსიას” ფეხბურთელებმა რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს. მსოფლიოში ეს თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც აშშ-ში პოლიციელმა ჯორჯ ფლოიდი მოკლა.
გერმანული გრანდის მცველმა, მატს ჰუმელსმა, სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ფეხბურთელებმა მუხლი მოიყარეს და გულის ფორმაში განლაგდნენ.
“ჩვენ, დორტმუნდის “ბორუსიას” ფეხბურთელები, სრულად ვუჭერთ მხარს Black Lives Matter მოძრაობას. ჩვენ უარს ვამბობთ რაიმე ტიპის რასიზმის მიღებაზე. გონებაგახსნილი და ტოლერანტური სამყაროსთვის, უკეთესი სამყაროსთვის!” – ვკითხულობთ ჰუმელსის განცხადებაში.
We the players of Borussia Dortmund fully support the Black Lives Matter Movement. We do not accept racism of any kind. For an open minded and tolerant world, for a better world! pic.twitter.com/wPW7M7NyMO
— Mats Hummels (@matshummels) June 4, 2020