„ბორუსიამ“ კატასტროფული სერია „ჰოფენჰაიმთან“ მოგებით შეწყვიტა (ვიდეო)
გერმანიის ბუნდესლიგის მე-14 ტური დორტმუნდში დაიწყო, სადაც ადგილობრივმა „ბორუსიამ“ „ჰოფენჰაიმი“ მიიღო.
ამ ტურამდე „ბორუსიას“ ქვეყნის პირველობაში იმდენად საშინელი შედეგი ჰქონდა, რომ გუნდი ბუნდესლიგის ბოლო ადგილზე აღმოჩნდა.
საბოლოოდ, ხსენებული მატჩი „ბორუსიამ“ უკვე მე-17 წუთზე ილკაი გუნდოგანის მიერ გატანილი გოლის წყალობით მოიგო. მასპინძლებმა სტუმრებს აჯობეს, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს – კლოპის გუნდმა მეტოქის კარში ზუსტად შვიდჯერ დაარტყა, თუმცა აქედან ექვს შემთხვევაში ადგილზე სტუმართა კარის დარაჯი ოლივერ ბაუმანი იყო. აღსანიშნავია, რომ სტუმრებს ზუსტად კარში არც ერთხელ არ დაურტყამთ.
ამ გამარჯვებით დორტმუნდელებმა 14 ქულა დააგროვეს და მინიმუმ ხვალამდე მე-14 ადგილზე აიწიეს.