“ბორუსიამ” როისი 60 მილიონად შეაფასა
არსებობდა იმის შანსი, რომ გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ინგლისში გადაბარგებულიყო.
ESPN-ის ინფორმაციით, დორტმუნდის “ბორუსიასა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობები მარკო როისის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. “წითელი ეშმაკები” 26 წლის გერმანელის ხელში ჩაგდებას ადნან იანუზაის იჯარით გაშვების დროს ცდილობდნენ.
გერმანელებმა როისის სანაცვლოდ 60 მილიონი გირვანქა სტერლინგი მოითხოვეს, თუმცა მანჩესტერელები 50 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებდნენ. საბოლოოდ, “ბორუსიამ” მარკო შეინარჩუნა, რომელთანაც სულ ცოტა ხნის წინ ახალი ხელშეკრულება გააფორმა.
როისის ვერშეძენის შემდეგ “იუნაიტედის” ხელმძღვანელობამ დარჩენილი ფულის გადახდა ანტონი მარტიალში გადაწყვიტა, რომლის სანაცვლოდაც მათ 36 მილიონი გირვანქა გაიმეტეს.