„ბორუსიამ“ ზაფხულს ტერ შტეგენის წასვლა დაადასტურა

თარიღი: მარტი 10, 2014

მიუნხენგლადბახის „ბორუსიას“ სპორტულმა დირექტორმა მაკს ებერლმა განაცხადა, რომ ზაფხულს მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი სხვა კლუბში გადავა.

„ტერ შტეგენმა გვითხრა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ სხვა კლუბში გადასვლა სურს და ჩვენთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. ამიტომაც, მის მომავალ გუნდს უკვე შევუთანხმდით.

მარკ-ანდრეს შესაცვლელად კი იან ზომერს შევიძენთ“, – განაცხადა ებერლმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანელი კიპერის შეძენის მთავარ პრეტენდენტად „ბარსელონა“ ითვლება.

ალექსანდრე მატევოსოვი

მსგავსი სიახლეები