ბოში: “ამის შემდეგ, ვერ ვიტყვი, რომ “რეალი” ჩემპიონთა ლიგაზე ფავორიტია”
დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა, პეტერ ბოშმა “სანტიაგო ბერნაბეუზე” განცდილი მარცხის (3-2) შემდეგ პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე გუნდში ვერ დაინახა განსაკუთრებულობა, რასაც შეუძლია, “რეალს” ჩეპიონთა ლიგა მოაგებინოს.
“ამ მატჩშის შემდეგ, ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ “რეალი” ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტია. ამას მათი თამაშიდან გამომდინარე ვამბობ, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კარგად ითამაშეს.
თუმცა, ისიც მართალია, რომ მადრიდელები ფეხბურთელების დასვენებას ცდილობენ და ხალხის თვალში ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები არიან.
ვერ უარვყოფ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მინდოდა, მაგრამ ახლა ევროპა ლიგაზე მოგვიწევს ჩვენი ძალების გამოცდა. დარწმუნებული ვარ, რომ ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნების შემდეგ გაცილებით უფრო ძლიერები ვიქნებით,” – აცხადებს გერმანული გუნდის თავკაცი.