ბრაჰიმ დიასი: “ფორტნაიტის პროფესიონალი მოთამაშე გავხდი”
მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ბრაჰიმ დიასი თვითიზოლაციის დროს ვიდეოთამაშით ერთობა. 20 წლის ფეხბურთელმა თავისი შესაძლებლობები მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვიდეოთამაშ Fortnite-ში დახვეწა.
“ვარჯიშობ, ჩემ ოჯახთან ერთად ვთამაშობ და თავისუფალი დროც მრჩება, რომელსაც ვერავინ წამართმევს. ამ დროს კი ფორტნაიტს ვთამაშობ, პროფეისონალი მოთამაშე გავხდი. ამდენი აქამდე არასოდეს მითამაშია.
კლუბი ჩვენგან ვარჯიშის ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელებას ითხოვს, სურთ რომ ფიზიკურად და მენტალურად ძლიერები დავბრუნდეთ. თითოეულ ჩვენგანს ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამა გვაქვს,” – აცხადებს ბრაჰიმ დიასი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი განსაკუთრებით დიდ ზიანს ჩინეთთან, ირანთან და იტალიასთან ერთად ესპანეთსაც აყენებს. დღის განმავლობაში ესპანეთში ამ ვირუსით 500-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.