ბრაიან მური მსოფლიო თასის ფორმატის შესახებ

თარიღი: ოქტომბერი 24, 2015

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ არაერთი გამოცემა ალაპარაკდა მეორე დონის ქვეყნების მნიშვნელვნად გაუმჯობესებულ თამაშზე და უფრო თავისუფლად დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ ისეთი ‘ჩაკეტილი წრე’, როგორიც 6 ერია უნდა გაიხსნას. ყველა თანხმდება იმაზე, რომ მეორე დონის ქვეყნებს განვითარებისთვის ჰაერივით სჭირდებათ თამაშები პირველი დონის ქვეყნების ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ. ასევე არანაკლები გამოხმაურება ჰპოვა მედიაში ავსტრალიელი მესვეტის, გრეგ გრაუდენის იდეამ მსოფლიო თასის არსებული ფორმატის შეცვლის შესახებ, რომლის მიხედვითაც, 7-კაცას მსოფლიო სერიის მსგავსად, მეოთხედფინალებს გარეთ დარჩენილი გუნდებისთვის სინის, ფიალისა და ფარის გათამაშება უნდა გაიმართოს(სტატია)

 

ამ იდეის ირგვლივ თავისი აზრი ასევე ინგლისისა და ბრიტანელი ლომების ყოფილმა კვაჭმა, ამჟამად კი ‘დეილი ტელეგრაფის’ მესვეტემ, ბრაიან მურმა გამოხატა (წყარო):

 

მსოფლიო თასის ფორმატი 7 კაცას მსგავსად, რომ იყოს დაგეგმილი ამჯერად იაპონიისა და ინგლისის ან საქართველოსა და ფიჯის ფინალებს ვიხილავდით, ან თუნდაც იაპონია-იტალიის ჯახს.

 

მსგავსი ფორმატი უკვე კარგად არის ფეხმოკიდებული შვიდკაცას ყველა ტურნირზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯგუფურ ეტაპზე დარჩენილი გუნდები მიმდინარე შეჯიბრებას არ ტოვებენ და სხვა ასპარეზობაში გადადიან, სადაც ჯგუფის მესამე და მეოთხე ადგილოსნები ხვდებიან ერთმანეთს და ფიალისთვის იბრძვიან.

 

სანამ ამ მოდელის ღირებულებებისა და პრაქტიკულობის სიღრმეებამდე ჩავალთ, შეგვიძლია გავიხსენოთ ის ფაქტიც, რომ მსოფლიო რაგბი მიმდინარე მსოფლიო თასის მაღალშემოსავლიან  ტურნირად გადაქცევისთვის კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს – არ იყო საკმარისი ბილეთები, ფასი ძალიან მაღალი იყო, ლონდონის გარეთ არ იყო დაგეგმილი საკმარისი რაოდენობის მატჩები და ინგლისის ბევრი სარაგბო მოედანი საერთოდ იგნორირებული იყო.

 

დამტკიცების შემთხვევაში ეს მოდელი ასე იმოქმედებს:

 

ფიალის გათამაშება, რომელიც მხოლოდ მეორე დონის ნაკრებებისთვის იქნება განკუთვნილი, ლონდონის გარეთ, ტრადიციულ სარაგბო სტადიონებზე გაიმართება და ბილეთი მხოლოდ 20 გირვანქა ეღირება. დამატებითი 7 მატჩი ქომაგებს საყვარელი გუნდის საგულშემატკივროდ  უკეთეს შანსს მისცემს. 

ეს საკითხი გასული 2 ტურნირის დროს რომ წამოგვეჭრა სამართლიანად გამოიწვევდა დავას, მაგრამ ამჟამად უდაოდ ბევრ გულშემატკივარს გაუხარებს გულს, რადგანაც წლევანდელ მსოფლიო თასზე, მეორე დონის ქვეყნებმა თავიანთ ჯგუფებში მოასპარეზე ‘ბობოლებს’ ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს.

გასაოცარია, რომ იაპონიამ ჯგუფში სამი თამაში მოიგო და მეოთხედფინალში ასპარეზობის შანსი მაინც ვერ მოიპოვა. მეორე დონის გუნდების ბევრმა საუკეთესო მორაგბემ იმედგაცრუებაც კი გამოხატა იმ საკითხზე, რომ რაგბი თითქოს დაუსრულებულ საქმეს ჰგავს. ისინი ასეთი ფორმატის ტურნირის შემთხვევაში, პლეიოფებიდან მართლაც ბევრს ისწავლიდნენ რისი შანსიც მათ როგორც წესი არ ეძლევათ.

 

პლეიოფების ფაზის დაწყებამდე მთავარი ტურნირიდან გამოთიშვის შემდეგ 1 კვირიანი შესვენება მიეცემოდა ყველა გუნდს. მატჩები შუა კვირაში გაიმართებოდა და სპორტულ მედიას სალაპარაკო თემა მთელი კვირის განმავლობაში არ გამოელეოდა. 

 

ეს საშუალება მეორე დონის ქვეყნებს კარგ შესაძლებლობებს მისცემს. რადგანაც დღევანდელი ფორმატით მეორე დონის გუნდებს თითქმის არასდროს მიეცემათ მსოფლიო თასის მოგების საშუალება, რადგანაც ამისთვის ისინი ჯერ პირველ დონეზე უნდა ავიდნენ.

 

ეს მოდელი მომგებიანი იქნება ფინანსურადაც. ‘სინერჯის’ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, თიმ ქროუ, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სასპონსორო ექსპერტებიდან ერთ-ერთია,  საკმაოდ საინტერესო კომენტარს აკეთებს ამ საკითხთან დაკავშრებით. მისი თქმით, ფიალის გათამაშებისას მონაწილე გუნდებისთვის მიზანი მხოლოდ მისი მოპოვება არ იქნება, ამით გუნდებს კარგი სპონსორების მოპოვების შესაძლებლობაც ეძლევათ.

 

მსოფლიო თასის ფიალაზე მონაწილე გუნდები პოტენციური სპონსორებისთვის უფრო საინტერესო და ღირებულნი იქნებიან. გაზრდილი სასპონსორო შემოთავაზებები კი მეორე დონის ქვეყნებს მსოფლიო რაგბის მიერ არსებულ დაფინანსებაზე უფრო მეტ შემოსავალს მოუტანს. ქროუს თქმით ფიალის გათამაშებისთვის შესაძებელია ისეთი საავტორო უფლებების გაცემაც, როგორც მაგალითად მსოფლიო თასს მასტერქარდისთვის აქვს მიცემული და ყოველი მატჩის შემდგომ საუკეთესო მოთამაშეს ასახელებს.

 

მისი თქმით შემოსავალი საკმაოდ გაიზრდება და არ გამორიცხავს, რომ ეს ციფრი 3-4 მილიონ გირვანქამდეც ავიდეს.

 

როდესაც ამ ყველაფერს ასე დეტალურად განსაზღვრავთ, მსოფლიო თასის შვილობილი ტურნირის შექმნა სულაც არ გვეჩვენება. ერთადერთი წინაღობა, რაც შეიძლება ამ მოსაზრებას შეექმნას, ‘მსოფლიო რაგბის’ რამდნეიმე წევრის უარყოფითი დამოკიდებულება ან იმ კლუბების წინააღმდეგობა იქნება, რომლებსაც მეორე დონის გუნდებიდან მორაგბეები მიჰყავთ. თუ ეს ყველას საერთო სურვილი იქნება, ამ მოდელის შექმნას წინ არაფერი უდგას.

 

ბრაიან მურის ვერსიით ფიალის გათამაშების მოდელი ასეთი იქნებოდა

ზედა გრაფიკში მოყვანილია ჯგუფში მესამე და მეოთხე ადგილზე გასული გუნდების მოდელი;

ქვედა გრაფიკში მოყვანილია მხოლოდ მეორე დონის ქვეყნების მოდელი;

Rugby.GE

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

რუსეთის რაგბის ფედერაცია თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

9 ივლისს თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. ქართველმა კალათბურთელმა რუსულ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება […]...
წაკითხვა
კალათბურთი

მამუკა გორგოძემ თორნიკე შენგელიას მიმართა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, მამუკა გორგოძემ მოსკოვის ცსკა-ში გადასულ თორნიკე შენგელიას წარმატებები უსურვა. “თორნიკე [&hell...
წაკითხვა
რაგბი

ქართველი მორაგბე ნიკა კევლიშვილი გარდაიცვალა

6 მაისს რუსთავში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის ქართველი მორაგბე, რუსთავის “ხარების” წევრი ნიკა კევლიშვილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ბილ გეიტსი: “ხალხი სტადიონებზე არ ივლის, ჩვეულ ცხოვრებას მინიმუმ ორ წელში დავუბრუნდე

ამერიკელი ბიზნესმენი ბილ გეიტსი ამბობს, რომ კორონავირუსული პანდემიის გათვალისწინებით ხალხი სპორტულ არენებზე სიარულს დიდი ხნის […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძე კარიერას ასრულებს

ლეგენდარული ქართველი მორაგბე, მამუკა გორგოძე კარიერას ასრულებს. 35 წლის სპორტსმენმა ეს ინფორმაცია ტელეკომპანია იმედის ეთერში […]...
წაკითხვა
რაგბი

იტალიის მორაგბეთა ნაკრების წევრი კორონავირუსის პანდემიის დროს ექიმებს ეხმარება (ფოტო)

იტალიის მორაგბეთა ნაკრების წევრი მაქსიმე მბანდა ყოველდღიურად, 13 საათის განმავლობაში სასწრაფო დახმარების მანქანას მართავს. კორონავირუსის […]...
წაკითხვა
რაგბი

გაჯიევი: “საქართველოში რუსეთთან მატჩზე ისეთი ადამიანები მოდიან, რომლებიც რაგბის ქომა

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ტაგირ გაჯიევმა rugger.info-სთან ინტერვიუში საქართველოსთან გაუქმებულ შეხვედრაზე ისაუბრა. დაღესტნელი მორაგბე აცხადებს...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო

“რაგბი ევროპის” გადაწყვეტილებით, მისი ეგიდით მიმდინარე და გასამართი ყველა ტურნირი და მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. […]...
წაკითხვა
რაგბი

ოფიციალურად: საქართველო – რუსეთის მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებით, კორონავირუსის გამო, 14 მარტს გასამართი საქართველო – რუსეთის მატჩი მიხეილ მესხის […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის 14 მარტს გასამართი სარაგაბო მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება. ამის შესახებ […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირის განცხადება

საქართველოს რაგბის კავშირმა 14 მარტს გასამართი საქართველო-რუსეთის მატჩთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. რაგბის კავშირის ცნობით, ამჟამინდელი [&helli...
წაკითხვა
რაგბი

გაისინი: “გვყავს საკმარისად ძლიერი ნაკრები იმისათვის, რათა საქართველო დავამარცხოთ

რუსეთის ნაკრების წევრმა, რამილ გაისინმა საქართველოსთან მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე მოახლოებულ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა. გაისინი […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის მატჩის დაწყების დრო შეიცვალა

რაგბი ევროპის ფინალურ ტურში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის გასამართი შეხვედრა 18 საათის ნაცვლად, 16 […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოში ლურჯი ბარათი ძალაში შედის

საქართველოს რაგბის კავშირწყვეტილებით, ა.წ. 4 მარტიდან (როდესაც განახლდება ჭაბუკთა „ა“ და „ბ“ ლიგების ჩემპიონატის გათამაშება), […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გადაიდო

დღეს, 13:00 საათზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ არჩევნები კიდევ ერთხელ გადაიდო. […]...
წაკითხვა