ბრაიტნერი: „ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგების დიდი შანსი გვაქვს“

თარიღი: აპრილი 12, 2014

დიდ ინტერესს იწვევს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის „რეალსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის გასამართი მატჩები. ბავარიული კლუბის ელჩი პოლ ბრაიტნერი ღიად ამბობს, რომ მის გუნდს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის თასის მიჯრით მეორედ მოგების დიდი შანსი აქვს.

„ბაიერნი“ მშვენივრად თამაშობს. ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს. დიდი შანსი გვაქვს, ჩემპიონთა ლიგის თასი ზედიზედ მეორედ მოვიგოთ. „ბაიერნს“ შეუძლია, გახდეს პირველი კლუბი, რომელიც ამ ტიტულს დაიცავს.

ნახევარფინალური მატჩები პეპ გვარდიოლასთვის განსაკუთრებული იქნება. ჩემი აზრით, მას ძალიან სურს, აჩვენოს, თუ რა დონეს და ხარისხს მიაღწია „ბაიერნმა“ მისი თავკაცობის დროს. ვფიქრობ, ის კმაყოფილია, რომ წილისყრამ ნახევარფინალურ ეტაპზე მეტოქედ „რეალი“ გვარგუნა“, – განაცხადა ბრაიტნერმა „ევროსპორტის“ ეთერში.

აღსანიშნავია, რომ ბრაიტნერს მოთამაშის რანგში ორივე კლუბის ღირსება აქვს დაცული.

„რეალსა“ და „ბაიერნს“ შორის პირველი მატჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 23 აპრილს გაიმართება, განმეორებითი კი – „ალიანს არენაზე“, 29 აპრილს.

ბექა დოგრაშვილი



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ლევან სალუქვაძე: “ჩაკვეტაძის მამამ “ბაიერნში” გადასვლაზე უარი თქვა”

სპორტულმა კომენტატორმა, თბილისის “დინამოს” პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, ლევან სალუქვაძემ “სარბიელის” გადაცემაში გიორგი ჩაკვე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოსიმენმა ახალი გუნდი შეარჩია!

“ნაპოლის” ნიგერიელ თავდამსხმელზე, ვიქტორ ოსიმენზე ძალიან დიდი მოთხოვნაა და მასზე ზაფხულში რამდენიმე გრანდი იბრძოლებს. იტალიური […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სადიო მანემ ლეროი სანეს სახეში გაარტყა

გერმანული მედიის ინფორმაციით, “სიტი” (3-0) “ბაიერნის” დაპირისპირების შემდეგ გასახდელში სადიო მანემ ლეროი სანეს სახეში გაარტყა....
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა 1/8 ფინალი – 2 სუპერ წყვილი

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია. ლაიფციგი VS მანჩესტერ სიტი ბრიუგე vs ბენფიკა ლივერპული […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპულმა” მოიგო, თუმცა ყველა ამ მომენტზე საუბრობს – რა გაუკეთა ხვიჩამ

ხვიჩა კვარაცხელიასა და “ლივერპულის” მარჯვენა მცველის, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის ურთიერთობა კვლავ გრძელდება. ხვიჩამ მთელი თამაში ტრენტი [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

შემტევებში საუკეთესო – რა შეფასება დაუწერეს კვარას?

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში “ნაპოლი” “ლივერპულს” ესტუმრა და 0-2 დამარცხდა. გოლები სალაჰისა და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ალფონსო დევისი კვარაცხელიას ირჩევს

მიუნხენის “ბაიერნის” მარცხენა მცველი ალფონსო დევისი twitch-ზე ხშირად ლაივშია და ფანებს სხვადასხვა თემაზე ესაუბრება. დევისი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“არ დამეძინება, სანამ არ გავიგებ როგორ არის კვარაცხელია” – რას წერენ ფან

“ნაპოლიმ” ამსტერდამის “აიაქსი” სტუმრად 1-6 გაანადგურა. ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა კვლავ ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელზეც უამრავ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რასპადორის შემდეგ საუკეთესო! ხვიჩა შეუჩერებელია! – რა შეფასება დაუწერეს ქართველს?

ჩემპიონთა ლიგაზე “ნაპოლიმ” ამსტერდამის “აიაქსი” სტუმრად 1-6 გაანადგურა. ხვიჩამ გოლი და ასისტი დადო. აღსანიშნავია, რომ [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიას ორმაგი შეფასება! რა შეფასება მიიღო კვარამ?

“ნაპოლიმ” “ლივერპული” 4-1 გაანადგურა და ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა. სამი გოლი პირადად კვარაზე […...
წაკითხვა
ფეხბურთი

კავანი “დორტმუნდში” მიდის

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი თავდამსხმელი ედინსონ კავანი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში გააგრძელებს. “ბილდის” ცნობით, 35 წლი...
წაკითხვა
ფეხბურთი

პუტინის სახელის სკანდირებისთვის “ფენერბაჰჩეს” უეფასგან სასჯელი ელის

უეფას სადისციპლინო კომიტეტმა თურქული “ფენერბაჰჩეს” წინააღმდეგ სამართალწარმოება დაიწყო. ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე “...
წაკითხვა