ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედი” “ბრაიტონთან” დამარცხდა (ვიდეო)
“მანჩესტერ იუნაიტედში” ყელაფერი რიგზე რომ ვერ არის, ეს პრემიერ ლიგის მეორე ტურმაც აჩვენა. “წითელი ეშმაკები” ჩემპიონატის ახალწვეულ “ბრაიტონს” ეწვივნენ, რომელიც პირველ ტურში “უოტფორდთან” დამარცხდა.
ანგარიში შეხვედრის 25-ე წუთზე მურეიმ გახსნა, რასაც ორიოდ წუთში დაფის გოლი მოჰყვა. “წითელი ეშმაკუნები” მალევე გამოვიდნენ შოკიდან და ლუკაკუმ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო. ტაიმის მიწურულს გროსმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და ორბურთიანი სხვაობაც დაუბრუნა თავის გუნდს.
შეხვედრის მეორე ნახევარი “მანჩესტერ იუნაიტედის” სრული უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა მხოლოდ ორჯერ შეძლეს კარში დარტყმა, რომელთაგან ერთ-ერთი პოლ პოგბას მიერ თამაშის ბოლო წუთზე გატანილი პენალტი გახლავთ. შეხვედრა “ბრაიტონის” გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.
ასე რომ, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ბრაიტონს” ერთი მოგება და ერთი წაგება აქვთ, ისინი 10-11 პოზიციებს იყოფენ სატურნირო ცხრილში. მომდევნო ტურში “ოლდ ტრაფორდს” “ტოტენჰემი” ეწვევა, “ბრაიტონი” კი “ენფილდზე” მოსინჯავს ძალებს.
“ბრაიტონი” რაიანი; მონტოია, დაფი, დანკი (ბალოგანი 20′), ბონგი; კნოკარტი, სტივენსი, პროპერი, მარჩი; გროსი (კაიალი 90′)
მთავარი მწვრთნელი: ქრის ჰიუტონი
“მანჩესტერ იუნაიტედი” : დე ხეა; იანგი, ბაილი, ლინდელოფი, შოუ; ფრედი, პერეირა (ლინგარდი 46′), პოლ პოგბა; ხუან მატა (რეშფორდი 46′), ლუკაკუ, მარსიალი (ფელაინი 60′)
მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო