ბრაზილია-კოლუმბია. გმირი და ანტიგმირი
Fanebi.Com ბრაზილია-კოლუმბიის(0-1) მატჩის ანტიგმირისა და გმირის შესახებ შემოგთავაზებთ.
გმირი – ჯეისონ მურილიო(კოლუმბია)
ეს არის გუნდი, რომელშიც ძალიან რთულია გამოარჩიო, თუ ვინ იყო გუშინდელ მატჩში საუკეთესო, რადგან მთლიანი შემადგენლობა გუნდურად, ერთობლივად მოქმედებდა. მიუხედავად ამისა, მატჩის გმირი ჯეისონ მურილიო გახდა, რომელმაც ბრაზილიის ნაკრებს გამარჯვების გოლი გაუტანა და კოლუმბიელებმა “სელესაო” 1991 წლის შემდეგ პირველად დაამარცხეს.
36-ე წუთზე, ხუან კუადრადომ საჯარიმო დარტყმით ბურთი ბრაზილიელთა საჯარიმოში ჩააგდო, რის შემდეგაც მასპინძელთა დაცვის ხაზში არეულობა იყო, ჯეისონ მურილიოს დარტყმული ფერნანდინიო ვერ გაანეიტრალა, რის შემდეგაც კოლუმბიელებმა ანაგრიში გახსნეს.
ცენტრალური მცველი მეორე ტაიმში ბრწყინვალედ ასრულებდა მასზედ დაკისრებულ მოვალეობებს. იყო კოლუმბიელთა მხრიდან შეცდომები, ერთი ძალიან უხეშიც, მაგრამ რობერტო ფირმინომ ცარიელ კარში წარმოუდგენელი მომენტი ვერ გამოიყენა. საბოლოოდ, პეკერმანის ბიჭები საიმედოდ მოქმედებდნენ და ბრაზილია შინ გოლის გარეშე გაუშვეს.
ანტიგმირი – ნეიმარი(ბრაზილია)
ნეიმარი კვლავ საუკეთესო იყო დუნგას ბიჭებში, მაგრამ მატჩის ანტიგმირი გახდა. ე.ი “სელესაოს” ყველა ფეხბურთელმა გუშინდელი მატჩი ჩააგდო. მატჩის შემდეგ “ბარსელონას” ვარკსვლავს ჩხუბი მოუვიდა. მსაჯმა მას და კარლოს ბაკას წითელი ბარათები უჩვენა.
როგორც კი საფინალოდ მსაჯმა დაუსტვინა, გაბრაზებულმა ნეიმარმა პაბლო არმეროს ზურგში ბურთი გაარტყა. ამის შემდეგ კარლოს ბაკამ მას ხელი ჰკრა, ატყდა გუნდური ჩხუბი. როდესაც კაპიტანი ხარ, უნდა გესმოდეს, რომ ასეთ დროს თავშეკავებაა საჭირო.
საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს გამოიტანს ფეხბურთის ასოციაცია, მაგრამ როგორც მინიმუმ, ახალგაზრდა შემტევს ორი მატჩის გამოტოვება მოუწევს.