ბრაზილიას ოლიმპიადაზე კიდევ ერთი ვარსკვლავი ვერ დაეხმარება
2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბრაზილიის ნაკრების დახმარებას ვერ შეძლებს “ბაიერნის” შემტევი, დუგლას კოშტა, რომელმაც ბარძაყი დაიზიანა.
გადაწყვეტილება მისი გერმანიაში დაბრუნების შესახებ “ბაიერნის” დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ მიიღო – “ძალიან ვნანობ ამას.
ყველას გვინდოდა, რომ დუგლასს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა მიეღო, მაგრამ ფეხბურთელის ჯანმრთელობა ამ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანია. ”
ბრაზილიელები პირველ მატჩს 4 აგვისტოს, “ესტადიო ნასიონალ მანე გარინჩაზე” ჩაატარებენ. მათი მეტოქე სამხრეთ აფრიკის ნაკრები იქნება.