ბრაზილიაში მაქსველი ნეიმარის თანმხლები პირი სამი თვის მანძილზე იქნება
“პარის სენ-ჟერმენის” ფეხბურთელი, ნეიმარი, ტრავმის მიღების შემდეგ, ბრაზილიაში გაემგზავრა. 26 წლის მოთამაშე სწორედ იქ გაიკეთებს ოპერაციას.
გეტყვით, რომ სარეაბილიტაციო პროცესი სამი თვის მანძილზე გასტანს. როგორც ცნობილი გახდა, ბრაზილიაში “ნეის” თანმხლები პირი მაქსველი იქნება. “პსჟ”-ს ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად კლუბის სპორტულ სტაფში მუშაობს. სწორედ ის ითავებს იმას, რომ მშობლიურ ქვეყანაში 26 წლის ფეხბურთელის ოპერაციასთან და სხვა პროცედურებთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები მოაგვაროს.
ნეიმარმა ტრავმა მარსელის “ოლიმპიკტან” შეხვედრაში მიიღო. მას მარჯვენა ფეხის ტერფის მეხუთე ძვალი აქვს გაბზარული.