ბრაზილიელების გოლები და ფრე „ნოუ კამპზე“

თარიღი: აპრილი 2, 2014

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე „ბარსელონამ“ მადრიდის „ატლეტიკო“ მიიღო. მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ მადრიდელთა გოლეადორის, დიეგო კოსტას თამაში საეჭვო იყო, თუმცა გაესპანელებული ბრაზილიელი თავდამსხმელი სასტარტო განაცხადში მაინც მოხვდა. როგორც აღმოჩნდა, დიეგო სიმეონემ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან კოსტამ პირველი ტაიმის შუაწელს ტკივილი იგრძნო და ტრავმის გამო მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. მის ნაცვლად თამაშში ბრაზილიელი დიეგო ჩაერთო. მანამდე ტრავმის გამო კატალონიელებს ხერარ პიკე გამოაკლდათ. შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ გაილია. სამაგიეროდ, გულშემატკივრებმა მეორე ტაიმში იხილეს გოლები: 56-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა დიეგომ შორი მანძილიდან უძლიერესი დარტყმით მეკარე პინტოს ახლო ზედა კუთხეში გაუტანა. ბრაზილიელ ფეხბურთელს გოლი მართლაც რომ თვალსასეირო გამოუვიდა.„ბარსელონა“, ტრადიციულად, ბურთს ფლობდა და მათ ტერიტორიულ უპრატესობას გოლიც მოჰყვა: 71-ე წუთზე ანდრეს ინიესტამ მახვილგონივრული გადაცემით ხელსაყრელ გაიყვანა ნეიმარი, ამ უკანასკნელმაც არ დაახანა და ანგარიში გაათანაბრა — 1:1. მატჩის მიწურულს გამარჯვების გოლის გატანის შესაძლებლობა ლიონელ მესის მიეცა, თუმცა მის მიერ შესრულებულ საჯარიმო დარტყმულს კურტუა გაუმკლავდა.

საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ყველაფერი კი საპასუხო მატჩში გაირკვევა, რომელიც 9 აპრილს, „ვისენტე კალდერონზე“ შედგება.

უეფას ჩემპიონთა ლიგა
მეოთხედფინალი (პირველი მატჩი)
„ბარსელონა“ — „ატლეტიკო“ 1:1 (0:0)

„ბარსელონა“: პინტო, დანი ალვესი, პიკე (ბარტრა 12′), ალბა, მასკერანო, ფაბრეგასი (ალექსის სანჩესი 68′), ინიესტა, ჩავი, ბუსკეტსი, მესი, ნეიმარი.
მთავარი მწვრთნელი: ხერარდო მარტინო.
„ატლეტიკო“: კურტუა, მირანდა, ხუანფრანი, ფილიპე ლუისი, გოდინი, ტიაგო, გაბი, თურანი (როდრიგესი 77′), კოკე, ვილია (სოსა 70′), დიეგო კოსტა (დიეგო 30′)
მთავარი მწვრთნელი: დიეგო სიმეონე.
გოლები: ნეიმარი 71′ — დიეგო 56′.
გაფრთხილებები: ინიესტა 56′, ალბა 58′ —კოკე 19′, გაბი 38′, თურანი 44′, ხუანფრანი 52′, დიეგო 79′, სოსა 90+2′.
მთავარი მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია).



ბექა დოგრაშვილი

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ჩავიმ “ბაიერნთან” მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა

კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი, “ბაიერნთან” მატჩის წინ პრესასთან საუბრობს. როგორც იცით, ჯგუფური ეტა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტრავმირებულმა სუარესმა ცრემლები ვერ შეიკავა, მადრიდული დერბი ოთხ დღეშია

მადრიდის “ატლეტიკოს” ურუგვაელმა ვარსკვლავმა, ლუის სუარესმა, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშისას დაზიანება მიიღო. დიეგო სიმეონემ ლუის სუარესის [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბარელას წითელი ბარათი “რეალთან” მატჩში (ვიდეო)

People wanted this Barella guy in our club 😭😭 pic.twitter.com/Mlo8lF6DJA — Adrian ᴿᴹ (@iEnvyAdrian) December […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქოჩორაშვილი სამ “გრანადელს” დაუპირისპირდა და ბოლოს თავურით დააგდო (ვიდეო)

“ლევანტეს” ქართველი ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი გუშინ “გრანადას” მე-2 გუნდს ეთამაშა და მოედნიდან გააძევეს. 77-ე წუთზე [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მოკეტე!” – ალეგრისა და მორატას დაპირისპირება “ჯენოასთან” მა

5 დეკემბერს, იტალიის სერია A-ში “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “ჯენოა” მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა. შეხვედრის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კუადრადომ გოლი პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა (ვიდეო)

ტურინის “იუვენტუსმა” სერია A-ს მე-16 ტურში მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვება შეძლო. მასიმილიანო ალეგრის გუნდი სრულ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზურიკო დავითაშვილმა “ხიმკის” ულამაზესი გოლი გაუტანა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Зурико всё сделал красиво. Проход, смещение, удар – кайф 😍 pic.twitter.com/bNfPJwrmKp — МАТЧ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩავი: “ბაიერნის” დამარცხება შეგვიძლია, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული”

კატალონიის “ბარსელონამ” საკუთარ კედლებში “ბეტისთან” მტკივნეული მარცხი განიცადა და ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში მეშვიდე პოზიც...
წაკითხვა
ფეხბურთი

დიოგო ჯოტას წარმოუდგენელი მომენტი “ვულვზთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო JOTA WITH THE MISS OF THE SEASON #WOLLIV pic.twitter.com/WALX3AwXHJ — ‏ً (@Asensii20) December […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კურტუა: “ანჩელოტი ვარჯიშებზე გოლების გაშვებას მთხოვს”

მადრიდის “რეალის” მეკარე ტიბო კურტუამ მის ამჟამინდელ სათამაშო ფორმასა და თანამემამულე ედენ აზარზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვარანი “რეალზე”: “ფანები ჩემპიონთა ლიგის მოგებას არც კი გილოცავენ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგმა მცველმა, რაფაელ ვარანმა, მადრიდის “რეალში” გატარებული პერიოდის შესახებ ისაუბრა. როგორც იცით რაფ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩავი: “მესიმ მეშვიდე ოქროს ბურთი სრულად სამართლიანად მოიგო”

კატალონიის “ბარსელონას” ახალი მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი, პრესასთან საუბრისას ლეო მესის მიერ მეშვიდე ოქროს ბურთის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჟოან ლაპორტა: “დემბელე მბაპეზე უკეთესია”

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, უსმან დემბელესთან დაკავშირებიტ ხმაურიანი განცხადება გააკეთა. ლაპორტა იმედოვნებს, რომ ფ...
წაკითხვა