ბრაზილიელი მოდელის ინტერვიუ, რომელიც ნეიმარს გაუპატიურებაში დებს ბრალს
ბრაზილიურ არხ SBT-ზე მოდელ ნაჯილა ტრინდადეს ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ბრაზილიელი საჯაროდ ადანაშაულებს “პარი სენ-ჟერმენის” სუპერვარსკვლავ ნეიმარს გაუპატიურებაში. ახალგაზრდა მოდელი დიზაინის კურსზე სწავლობს და ნეიმარის თხოვნით ეწვია პარიზს.
ყველაფერი პირველ ივნისს დაიწყო, როდესაც ბრაზილიურმა მედიასაშუალება UOL-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მოდელმა ნეიმარის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. შემდეგ კი ცნობილი გახდა დეტალებიც – ნეიმარმა მოდელი ინსტაგრამზე გაიცნო და პარიზში დაპატიჟა. ფეხბურთის სუპერვარსკვლავმა თავად შეუძინა მოდელს თვითმფრინავის ბილეთები და შემდეგ სექსუალურად იძალადა მასზე.
შოკისმომგვრელი ამბის გავრცელებას მალევე გამოეხმაურა ნეიმარი, რომელმაც სექსუალური კავშირის ფაქტი არ უარყო, თუმცა აღნიშნა, რომ ყველაფერი საერთო შეთანმხების მიღწევის შემდეგ მოხდა. მან ურთიერთმიმოწერის ფოტოებიც გამოაქვეყნა. თუმცა საქმე ის გახლავთ, რომ ბრაზილიის კანონმდებლობა ყოველივე ამას კრძალავს.
SBT-სთან საუბრისას ნაჯილამ იმ ღამის დეტალები გაიხსენა – “როდესაც ვკითხე, თან ჰქონდა თუ არა პრეზერვატივი, მიპასუხა – “არა”. ვუთხარი რომ ამ შემთხვევაში არაფერი მოხდებოდა, თუმცა არ დამიჯერა. ვყვიროდი – “შეჩერდი, გთხოვ, გეყოფა!”. თუმცა არ მისმენდა.
მე მხოლოდ სამართლიანობის აღდგენა მსურს. მან დიდი ზიანი მომაყენა. მხოლოდ ის მინდა, რომ ნეიმარმა ჩადენილისთვის პასუხი აგოს”.
კითხვას, იყო თუ არა 15 მაისს მომხდარი გაუპატიურება თუ უბრალოდ აგრესიული ქმედება, გოგონამ ასე უპასუხა – “ეს იყო აგრესიული გაუპატიურება”.
Exclusivo! Modelo que acusa Neymar de estupro fala com Roberto Cabrini. Hoje, às 19h45, no #SBTBrasil pic.twitter.com/ZDqoFJlOIe
— SBT Jornalismo (@sbtjornalismo) June 5, 2019
მომხდარიდან მალევე მოდელმა საკუთარი სოციალური გვერდი გააუქმა. ნეიმარმა კი გუშინდელ მატჩში მძიმე დაზიანება მიიღო და ოთხ თვემდე იუქმებს.