ბრაზილიელი მოდელის ინტერვიუ, რომელიც ნეიმარს გაუპატიურებაში დებს ბრალს

თარიღი: ივნისი 7, 2019

ბრაზილიურ არხ SBT-ზე მოდელ ნაჯილა ტრინდადეს ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ბრაზილიელი საჯაროდ ადანაშაულებს “პარი სენ-ჟერმენის” სუპერვარსკვლავ ნეიმარს გაუპატიურებაში. ახალგაზრდა მოდელი დიზაინის კურსზე სწავლობს და ნეიმარის თხოვნით ეწვია პარიზს.

ყველაფერი პირველ ივნისს დაიწყო, როდესაც ბრაზილიურმა მედიასაშუალება UOL-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მოდელმა ნეიმარის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. შემდეგ კი ცნობილი გახდა დეტალებიც – ნეიმარმა მოდელი ინსტაგრამზე გაიცნო და პარიზში დაპატიჟა. ფეხბურთის სუპერვარსკვლავმა თავად შეუძინა მოდელს თვითმფრინავის ბილეთები და შემდეგ სექსუალურად იძალადა მასზე.

შოკისმომგვრელი ამბის გავრცელებას მალევე გამოეხმაურა ნეიმარი, რომელმაც სექსუალური კავშირის ფაქტი არ უარყო, თუმცა აღნიშნა, რომ ყველაფერი საერთო შეთანმხების მიღწევის შემდეგ მოხდა. მან ურთიერთმიმოწერის ფოტოებიც გამოაქვეყნა. თუმცა საქმე ის გახლავთ, რომ ბრაზილიის კანონმდებლობა ყოველივე ამას კრძალავს.

SBT-სთან საუბრისას ნაჯილამ იმ ღამის დეტალები გაიხსენა – “როდესაც ვკითხე, თან ჰქონდა თუ არა პრეზერვატივი, მიპასუხა – “არა”. ვუთხარი რომ ამ შემთხვევაში არაფერი მოხდებოდა, თუმცა არ დამიჯერა. ვყვიროდი – “შეჩერდი, გთხოვ, გეყოფა!”. თუმცა არ მისმენდა.

მე მხოლოდ სამართლიანობის აღდგენა მსურს. მან დიდი ზიანი მომაყენა. მხოლოდ ის მინდა, რომ ნეიმარმა ჩადენილისთვის პასუხი აგოს”.

კითხვას, იყო თუ არა 15 მაისს მომხდარი გაუპატიურება თუ უბრალოდ აგრესიული ქმედება, გოგონამ ასე უპასუხა – “ეს იყო აგრესიული გაუპატიურება”.

მომხდარიდან მალევე მოდელმა საკუთარი სოციალური გვერდი გააუქმა. ნეიმარმა კი გუშინდელ მატჩში მძიმე დაზიანება მიიღო და ოთხ თვემდე იუქმებს.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

7 ქართველი ფეხბურთელი, რომლებიც ევროპაში წასასვლელად მზად არიან

ეროვნული ლიგა დასასრულს უახლოვდება და თუ რაიმე რადიკალურად არ შეიცვალა, გამარჯვებული ბათუმის “დინამო” გახდება. მე-2 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია სამი ბრაზილიელის ნატურალიზაციაზე მუშაობს

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საპლეიოფო მატჩებამდე სამი უცხოელი ფეხბურთელის ნატურალიზაციას [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოლივერ კანი: “ლევანდოვსკიზე მეტად “ოქროს ბურთს” არავინ იმსახურებს”

მიუნხენის “ბაიერნის” გენერალური დირექტორი ოლივერ კანი თვლის, რომ წელს “ოქროს ბურთს” ყველაზე მეტად ბავარიული გუნდის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ინფანტინო მუნდიალის ორ წელიწადში ჩატარებაზე: “იმედი და შესაძლებლობა დანარჩენებისთვის

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ჩატარების იდეას ემხრობა. ამის შესახებ მან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

აგენტი: “ფანები ბეილს საშინლად ექცევიან, გარეტს უყვარს მადრიდი”

მადრიდის “რეალსა” და გარეტ ბეილს შორის არსებული ტოქსიკური ურთიერთობა კვლავაც გრძელდება. უელსელი ფეხბურთელის აგენტმა კიდევ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რივერ პლეიტი” არგენტინის ჩემპიონია

არგენტინის უმაღლესი ჩემპიონატის 22-ე ტურში “რივერ პლეიტმა” საკუთარ კედლებში “რასინგი” მიიღო. შეხვედრა არგენტინული გრანდის გამა...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტოტენჰემი” ცხრა წლის წინ დაარსებულ კლუბთან დამარცხდა, რა თქვა კონტემ?

ევროპის კონფერენს ლიგის მეხუთე ტურში ლონდონის “ტოტენჰემი” სლოვენიის ჩემპიონ “მურას” ეწვია სამი ქულის მოსაპოვებლად. თუცმა [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედში” რანგნიკს ელიან, როგორია რალფის რეზიუმე?

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები სასურველ მწვრთნელთან შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებენ და იძულებულნი არიან, რომ სარეზერვო გეგმის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაპორტა: “დარწმუნებული ვარ, რომ სასწაული მოხდება, “ბაიერნს” დავამარცხებთ

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა, ჩავი ერნანდესს სრულ ნდობას უცხადებს და სჯერა, რომ კატალონიურ კლუბს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

‘თემურ, რას აკეთებ?’ – ქეცბაიამ საკუთარი გუნდის თავდამსხმელს წყლის ბოთლი

20 ნოემბერს, კვიპროსის ჩემპიონატში “ანორთოსისი” სტუმრად ნიქოზიის “ოლიმპიაკოსს” დაუპირისპირდა და 3:2 დამარცხდა. “ანორთოსი...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუსა და კუადრადოს დაპირისპირების კადრები გავრცელდა (ვიდეო)

ინტერნეტსივრცეში ტურინის “იუვენტუსზე” გადაღებული დოკუმენტური სერიალიდან “ყველაფერი ან არაფერი: იუვენტუსი” ახალი კადრები გავრცე...
წაკითხვა
ფეხბურთი

‘ყვითელი ბარათი მივიღო?’ – კაზემირო ანჩელოტის (ვიდეო)

25 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის “რეალი” ტირასპოლის “შერიფს” ესტუმრა და მეტოქე 0:3 დაამარცხა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვან დერ ვარტი: ‘მესი დასეირნობს… არ რცხვენია?’

ვეტერანმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა რაფაელ ვან დერ ვარტმა ლიონელ მესის შესახებ კომენტარი გააკეთა. ერთ-ერთი ნიდერლანდური ტელევიზიის […]...
წაკითხვა