ბრაზილიის ახალი მწვრთნელის ვინაობა 22 ივლისს გახდება ცნობილი
ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხოსე მარია მარინი 22 ივლისს ბრაზილიის ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს წარადგენს. საგანგებო პრესკონფერენცია რიო-დე-ჯანეიროში ადგილობრივი დროით 11:00 საათზეა დანიშნული. ინფორმაციას ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდი ავრცელებს.
ოფიციალური ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვინ იქნება ბრაზილიელთა ახალი დამრიგებელი არ არის, თუმცა უცხოურ პრესაში აქტიურად განიხილება კარლოს დუნგას კანდიდატურა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის ბრაზილიისთვის საშინაო მუდიალის დასკვნით სტადიაში კრახის შემდეგ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ლუის ფელიპე სკოლარიმ დატოვა.