WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (189799) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ბრაზილიის კიდევ ერთი კრახი და ჰოლანდიის ბრინჯაო

თარიღი: ივლისი 13, 2014

გერმანიასთან გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ბრაზილიამ ჰოლანდიელებისგან სამი უპასუხო გოლი გაუშვა. 

გუშინდელი შეხვედრა პირველივე წუთებიდან ჰოლანდიელთა აქტიურობით დაიწყო. რობენის სწრაფი გარღვევა ტიაგო სილვამ საჯარიმოს ფარგლებს გარეთ წესებით დარღვევით შეააჩერა, თუმცა შეხვედრის მთავარმა არბიტრმა პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა. 11-მეტრიანი ზუსტად რობინ ვან პერსიმ შეასრულა და ჰოლანდიელებიც დაწინაურდნენ.

მე-17 წუთზე ბლინდმა დავიდ ლუისის მიერ უხეიროდ მოგერიბული ბურთი მიიღო და თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.

ორბურთიანი უპირატესობის მოპოვების შემდეგ ჰოლანდიელები გაჩერდნენ, მოედნის ცენტრი დათმეს და აქცენტი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გააკეთეს.

ბრაზილია უტევდა, თუმცა მათი თამაში ქაოტური იყო, ფეხბურთელები ინდივიდუალურად ცდილობდნენ მეტოქის კართან ხიფათის შექმნას. პირველი ნამვილად სახიფათო მომოენტი ბრაზილიელებმა მხოლოდ მე-60 წუთზე შექმნეს. რამირესის დარტყმა კარს მცირე მანძილით ასცდა.

მეორე ტაიმში სკოლარიმ გუნდის გაძლიერება ერნანესის და ფერნანდინიოს გამოყვანით სცადა, თუმცა განსაკუთრებული შედეგი ამას არ მოჰყოლია.

მასპინძელთა შემადგენლობაში ოსკარი გამოირჩეოდა. 68-ე წუთზე მას პენალტის მოპოვების შანსიც ჰქონდა, როდესაც ბლინდთან ორთაბრძოლის შედეგად გაზონზე აღმოჩნდა, თუმცა ალჟირელი რეფერი ამ ეპიზოდშიც შეცდა. მალევე პენალტის დანიშნვა ბრაზილიელთა კარში იყო საჭირო. მეკარესთან ფაქტობრივად პირისპირ დარჩენილი რობენი ფერნანდინიომ წააქცია. არბიტრის სასტვენი აქაც სდუმდა.

ბრაზილიამ ფინალური შტურმი ვერ მოაწყო და საკუთარ კარში მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე მესამე გოლიც მიიღო, რომლის ავტორი ვეინალდუმი გახდა.

ბრაზილია 0-3 ჰოლანდია

გოლები: ვან პერსი 3′ ; ბლინდი 17′ ; ვეინალდუმი 90+1′



მსგავსი სიახლეები