ბრაზილიის ნაკრები კოპა ამერიკას გამარჯვებულია! (ვიდეო)
7 ივლისს კოპა ამერიკის 2019 წლის გათამაშების ფინალური მატჩი შედგა “მარაკანაზე” ბრაზილიისა და პერუს საფეხბურთო ნაკრებების მონაწილეობით. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ძალიან დაძაბული და ხისტი გამოდგა.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ტიტეს შეგირდების დომინირება მაინც იგრძნობოდა. ანგარიში შეხვედრის მე-15 წუთზე გაიხსნა, როდესაც გაბრიელ ჟეზუსის ზუსტი გადაცემა ბრწყინვალე გოლად გარდაქმნა.
გაშვებული გოლის შემდეგ პერუელები ცოტათი გააქტიურდნენ და 44-ე წუთზე უკვე გერერო ურტყამდა პენალტს ალისონ ბეკერის კარში – ზუსტადაც, “ლივერპულის” მეკარემ პირველი გოლი გაუშვა ტურნირზე. სტუმართა ზეიმი დიდ ხანს არ გაგრძელებულა. ბრაზილია ორ წუთში ჟეზუსის გოლით კიდევ ერთხელ დაწინაურდა.
შეხვედრის მეორე ნახევარში პირველი ტაიმის გმირი გაბრიელ ჟეზუსი მოედნიდან გააძევეს, რამაც პერუელთა შანსები გაზარდა. თუმცა ეს გარეკას გუნდმა ვერ გამოიყენა და გოლის გატანის ნაცვლად პენალტი გაუშვა, რომელიც რიშარლისონმა შეასრულა ზუსტად – 3:1.