ბრძოლა პლეი-ოფის საგზურისთვის – „გალათასარაი“ თუ “იუვენტუსი“?

თარიღი: დეკემბერი 10, 2013

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის  VI ტური გაიხსნება: სტამბულის რაიონ შიშლიში თურქული „გალათასარაი“ ტურინის „იუვენტუსს“ მიიღებს. აქედან მხოლოდ ერთ გუნდს ერგება ტურნირის პლეი-ოფში თამაშის უფლება. B ჯგუფში მომდევნო ეტაპის საგზური მადრიდის „რეალმა“ უკვე მოიპოვა. ახლა გასარკვევი ისღა დარჩა, თუ ვინ დაიკავებს ჯგუფის მეორე პოზიციას. იტალიელებს 6 ქულა აქვთ, თურქებს კი – 4. მასპინძლებისთვის დღეს ფრე წაგების ტოლფასი იქნება, ამიტომ ისინი მოედანზე მოსაგებად გავლენ.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „ბიანკონერის“ თავკაცმა ანტონიო კონტემ აღნიშნა, რომ მის გუნდს დიდი სიფრთხილე მართებს.

„იუვენტუსი“ გასულ სეზონთან შედარებით გაძლიერდა, თუმცა ვიცით, რომ „გალათასარაი“ ძალზედ სერიოზული მეტოქეა. ამ გუნდში ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ, როგორებიც არიან დიდიე დროგბა და უესლი სნეიდერი. დიდი სიფრთხილე გვმართებს. უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი თამაში ვაჩვენოთ. მალე ვნახავთ, ვინ მოიპოვებს პლეი-ოფის საგზურს“, – აღნიშნა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „იუვენტუსმა“ და „გალათასარაიმ“ ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპამდე გააღწიეს.

„გალათასარაის“ იტალიელმა დამრიგებელმა რობერტო მანჩინიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თურქი „ლომები“ მოსაგებად ძალ-ღონეს არ დაიშურებენ.

„მიხარია, რომ „გალათასარაის“ ქომაგებს ჩემი სჯერათ. „იუვენტუსის“ წინააღმდეგ გასამართი შეხვედრა ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ვეცდებით, რომ გავიმარჯვოთ. მატჩი 90 წუთს გაგრძელდება და მთელი ამ ხნის განმავლობაში მეტოქეს დიდ პრესინგს მოვუწყობთ. ვეცდებით, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ“, – განაცხადა მანჩინიმ.

ტურინში აღნიშნულ გუნდებს შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

„იუვენტუსსა“ და „გალათასარაის“ შორის შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და მას პორტუგალიელი არბიტრი პედრო პროენსა მოემსახურება.

ბექა დოგრაშვილი

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ფრანკ რიბერი FIFA 20-ით უკმაყოფილოა: “ვინ არის ეს ბიჭი?” (ფოტო)

“ფიორენტინას” ფეხბურთელი, ფრანკ რიბერი კომპიუტერულ თამაშ FIFA 20-ში მისი სახით უკმაყოფილოა. ფრანგმა შემტევმა სოციალურ ქსელ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მენდეში: “კრიშტიანუსგან საუკეთესო ჯერაც არ გვინახავს”

ჟორჟე მენდეშმა პრესასთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თავის აგენტს, კრიშტიანუ რონალდუს, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

აპატიებს თუ არა მაქსი ლოპესი იკარდის?

მაქსი ლოპესისა და მაურო იკარდის დაპირისპირების საკითხი არგენტინაში კვლავაც აქტუალური თემაა. როგორც იცით, წლების წინ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუმ კარიერაში მე-700 გოლი გაიტანა (ვიდეო)

კრიშტიანო რონალდუმ პროფესიონალურ კარიერაში მე-700 გოლი გაიტანა. 34 წლის თავდამსხმელმა უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბერლუსკონი: “ძველი “მილანის” დაბრუნების ერთადერთი და მარტივი გზა არსებობ

“მილანის” ყოფილი პრეზიდენტი, სილვიო ბერლუსკონი, თვლის, რომ “როსონერის” ძველი დიდების დაბრუნების ერთადერთი შანსი აქვს – [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბუფონი: “კრიშტიანუს სახით ძალიან კარგი და თავმდაბალი ადამიანი აღმოვაჩინე”

ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდა, ჯანლუიჯი ბუფონი, აღიარებს, რომ კრიშტიანუ რონალდუმ პირველივე შეხვედრიდან მოხიბლა. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: “მილანს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

“მილანს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. “როსონერის” ამიერიდან სტეფანო პიოლი გაწვრთნის. 53 წლის სპეციალისტმა კლუბთან ორწლიანი [...
წაკითხვა
ფეხბურთი

სად იმუშავებს გატუზო?

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჯენარო გატუზო, შესაძლოა, მალე “სამპდორიას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვიხილოთ. როგორც ირკვევა, [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მილანის” ფანები ჯერაც არდანიშნული პიოლის გაგდებას ითხოვენ

იტალიური პრესის ავტორიტეტული წარმომადგენლები ერთხმად იუწყებიან, რომ უახლოეს მომავალში “მილანის” მთავარი მწვრთნელის პოსტს სტეფანო პიოლი [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

გერმანიის ლეგენდები 3:3 იტალიის ლეგენდები (ვიდეო)

7 ოქტომბერს გერმანიაში ლეგენდების მატჩი გაიმართა. ვეტერანი გერმანელი ფეხბურთელები ვეტერან იტალიელებს დაუპირისპირდნენ. მატჩი ფრედ 3:3 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რომას” დირექტორმა თავისი სიტყვებისთვის ბოდიში საჯაროდ მოიხადა

“რომას” სპორტულმა დირექტორმა, ჯანლუკა პეტრაკიმ, “კალიარისთან” ფრედ დასრულებული (1:1) შეხვედრის შემდეგ ნათქვამი სიტყვების გამო ...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ბრაზილიელ მარტინელის ნაკრებში ადგილს სთავაზობს

Goal-ის მიერ დადასტურებული უახლესი ცნობების თანახმად, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ (FIGC) ლონდონის “არსენალის” ახალგაზრდა შემტევს, გაბრიელ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუმ დიბალას ინტერვიუს დროს აკოცა (ვიდეო)

6 ოქტომბერს, “ინტერსა” და “იუვენტუსს” შორის გამართული მატჩის (1:2) შემდეგ, როცა პაულო დიბალა ერთ-ერთი ტელევიზიის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიის ნაკრებმა მესამე ფორმა წარადგინა (ფოტო, ვიდეო)

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ 2019-2020 წლების სეზონის მესამე ფორმა წარადგინა. იტალიელთა ახალ ფორმას “რენესანსის მაისურს” უწოდებენ. [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუვენტუსმა” დაძაბულ ბრძოლაში “ინტერი” დაამარცხა (ვიდეო)

იტალიის სერია A-ს მეშვიდე ტურის ცენტრალურ შეხვედრას “სან სირომ” უმასპინძლა, სადაც წაუგებელმა “ინტერმა” ტურინის “იუვენტუს...
წაკითხვა