BREAKING: ნიკა ნინუა კარიერას თურქულ გრანდში გააგრძელებს
თბილისის “დინამოს” 21 წლის კაპიტანი ნიკა ნინუა კარიერას თურქულ “ბეშიქთაშში” გააგრძელებს.
ნინუა “ბეშიქთაშთან” 2.5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
ნახევარმცველი გასულ წელს “დინამოს” უპირობო ლიდერი იყო და მისით ბუნდესლიგის გუნდებიც ინტერესდებოდნენ, თუმცა თბილისში დარჩენა გადაწყვიტა და “დინამოს” ჩემპიონთა ლიგაზე დახმარებას აპირებდა, მაგრამ პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა.
“ბეშიქთაში” თურქულ სუპერლიგაში 47 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება და მეოთხე პოზიციაზე მყოფ “გალათასარაის” 4 ქულით ჩამორჩება.