ბრეითუეითი: “კლუბისათვის მესის მაისური ნომერი არ მითხოვია”
კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა, მარტინ ბრეითუეითმა სხვადასხვა გამოცემების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა.
რამდენიმე დღის წინ, ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ 29 წლის ფეხბურთელმა “ბარსელონას” ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართა, რომ მესის წასვლის შემდეგ 10 ნომერი მისთვის გადაეცათ. მან ეს ინფორმაცია უარყო და თქვა, რომ მსგავსი საქციელი უპატივცემულობის გამოხატვა იქნებოდა.
“რა თქმა უნდა, კლუბისთვის მესის მაისურის ნომერი არ მითხოვია. ეს უპატივცემულობა იქნებოდა. მგონია, იმ ადამიანებს, რომლებიც ასეთ ამბავს იგონებენ, სხვების მიმართ პატივისცემა არ გააჩნიათ.
მესის შესახებ ბევრი რამ იწერება და მე არ ვიცი, რა მოხდება. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ის დიდებული ფეხბურთელი და პიროვნებაა. ლიონელი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და მისი წასვლა კლუბისათვის უდიდესი დანაკლისი იქნება. იმედი მაქვს, მესი გუნდს არ დატოვებს”, – ციტირებს დანიელი ფეხბურთელის სიტყვებს Goal.Com.