ბრენდან როჯერსი: „ბალოტელი აუცილებლად უნდა გვეყიდა“

თარიღი: დეკემბერი 7, 2014

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მარიო ბალოტელის ტრანსფერზე ისაუბრა.

„ვგრძნობდით, რომ იმ მომენტისთვის ბალოტელის დამატება ყველა პრობლემის მოვარებას ნიშნავდა. ზაფხულში ლამბერტი გვყავდა, ბორინი წასვლას აპირებდა, სტარიჯი კი კარიერის განმავლობაში ტრავმებს ხშირად იღებს.

თუ სეზონის სტარტზე ამ პოცზიციაზე არავინ გვეყოლებოდა, ძალიან გაგვიჭირდებოდა. მაშინ მხოლოდ 32 წლის ლამბერტი გვყავდა.

ბალოტელის ტრანსფერი რისკი იყო, მაგრამ მის მოწვევაზე უარის თქმა არ შეგვეძლო. ამის გამო არც ვნანობთ“, – განაცხადა მერსესაიდელთა თავკაცმა.

შეგახსენებთ, რომ ბალოტელის სანაცვლოდ „ლივერპულმა“ „მილანს“ 20 მილიონი ევრო გადაუხადა.

მსგავსი სიახლეები