ბრენდან როჯერსი: „ლივერპული“ ლიდერებთან იბრძვის, რომელთა შორისაც „მანჩესტერ იუნაიტედი“ არ არის“

თარიღი: მარტი 14, 2014

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ინგლისის პრემიერლიგის მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ყოველთვის, ვცდილობთ, საუკეთესოთა შორის ვიყოთ. „ლივერპული“ ლიდერებთან იბრძვის და არა „მანჩესტერ იუნაიტედთან“, რომელიც ჩამოგვრჩება.

ჩვენს გუნდს ისტორია როგორც ინგლისში, ასევე საერთაშორისო დონეზე აქვს.

როდესაც აქ მოვედი, ჩემთვის არავის უთქვამს, რომ მეოთხე ადგილისთვის ვიბრძვით. ოთხეულში მოხვედრა მართლაც გვსურს, თუმცა ეს კლუბი ინგლისსა და ევროპაში არამხოლოდ „მანჩესტერ იუნაიტედის“, არამედ სხვა ლიდერთა გვერდით ყოფნას შეეცდება.

მხოლოდ საკუთარ თამაშზე ვფიქრობთ. აღსანიშნავია, რომ მეტოქეს ჩინებული მოთამაშეები ჰყავს. „წითელი ეშმაკები“ ლიგაში იმ კლუბთა შორის არიან, რომლებიც ხელფასებზე ყველაზე მეტს ხარჯავენ, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ამ კლუბში ტოპფეხბურთელებმა მოიყარეს თავი. მაგრამ, მათ გასახდელში არსებული სიტუაციის შესახებ არაფერი ვიცი, ამიტომაც დაზუსტებით ამ საკითხზე ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა მერსესაიდელთა თავკაცმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

მსგავსი სიახლეები