“ბრეშიას” პრეზიდენტი: “ფეხებზე მკიდია ჩემპიონატი, შეშინებული ვარ”
“ბრეშიას” პრეზიდენტმა, მასიმო სელინომ, პრესასთან საკმაოდ ემოციური ინტერვიუ ჩაწერა და აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს მხოლოდ ხალხზე ფიქრობს.
“ბრეშიადან სიახლეებს მუდმივ რეჟიმში ვიღებ და დაჯერებაც კი მიჭირს. ქალაქი წარმოუდგენელ ქაოსს აქვს მოცული. გულს მიკლავს ეს ყველაფერი. ყველა მათგანს ჰყავს მშობლები, ოჯახი, მეგობრები და ისინი ჩუმად იტანჯებიან.
ხალხს მხოლოდ ერთი რამ სურს – ცხოვრების ძველებურ კალაპოტში დაბრუნება. თქვენ კი ამ ყველაფრის ფონზე ჩემპიონატსა და ტიტულზე მელაპარაკებით? ფეხებზე მკიდია ჩემპიონატი, შეშინებული ვარ, სახლიდან გასვლის მეშინია და დეპრესიაში ვარ.
და თუ მაინც გსურთ ფეხბურთზე საუბარი, ყველაფერი მომდევნო სეზონისთვის უნდა გადაიდოს. რეალისტები უნდა ვიყოთ. ეს ჭირია. ფანებს არ სურთ ფეხბურთის დაწყება. ცხოვრება უმნიშვნელოვანესია,” – აცხადებს მასიმო.