ბრინჯაოს ფინალი დიდთოვლობის გამო გორში ვეღარ ჩატარდება (ფოტოები)

თარიღი: დეკემბერი 9, 2016

10 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბრინჯაოს ფინალი გაიმართება. შეხვედრა ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ბოლო დღეების დიდთოვლობამ გეგმები შეცვალა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, საშეჯიბრო განყოფილების წევრებთან ერთად, 8 დეკემბერს პირადად მოინახულა გორის სტადიონი და მოსალოდნელი დღეების ამინდის პროგნოზისა და მოედნის მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაწყდა, რომ გორი ბრინჯაოს მცირე ფინალს ვეღარ უმასპინძლებს.

სამწუხაროდ, ანალოგიური მდგომარეობაა სარეზერვოდ შერჩეულ ზესტაფონის მოედანზეც, რომლის საფარიც 15-20 სმ თოვლითაა დაფარული. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის ხელმძღვანელობასთან გამართული განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ვერც ზესტაფონი შეძლებს შეხვედრის მასპინძლობას.

ამის გათვალისწინებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კონსულტაციები გაიარა მცირე ფინალის მონაწილე ორივე კლუბის ხელმძღვანელობასთან და საერთო შეთანხმებით, გადაწყდა, რომ 10 დეკემბრის მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება.

გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი 8 დეკემბრის მდგომარეობით

ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი 8 დეკემბრის მდგომარეობით

უმაღლესი ლიგის ბრინჯაოს მცირე ფინალის შეხვედრას შემდეგი მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება: მთავარი არბიტრი – გიორგი ვადაჭკორია, პირველი ასისტენტი – ლევან თოდრია, მეორე ასისტენტი – ბესიკ ჭიჭინაძე, მეოთხე მსაჯი – ჯენერ ხორავა, პირველი დამატაებითი ასისტენტი – გოგა კიკაჩეიშვილი, მეორე დამატებითი ასისტენტი – ირაკლი კვირიკაშვილი.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

40 წელი ისტორიული გამარჯვებიდან – 1981 წლის 13 მაისი!

ზუსტად 40 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის “დინამომ” 1981 წლის 13 მაისს თასების მფლობელთა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვლადიმერ ვაისის ახალი კლუბი ცნობილია

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა სლოვაკეთის საუკეთესო გუნდი, “სლოვან ბრატისლავა” ჩაიბარა. “სლოვანი&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან კუტალია: “ძალიან რთული ღამე გადავიტანეთ”

ისრაელში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელი, ლევან კუტალია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. “ჰაპოელ უმ ალ-ფამის” თავდამსხმელი ისრაელში […...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ქოჩორაშვილმა “ბარსელონას” წინააღმდეგ ითამაშა (ფოტო, ვიდეო)

“ლევანტეს” ქართველმა ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა კატალონიის “ბარსელონას” წინააღმდეგ ითამაშა. საქართველოს ახალგაზრდული ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რამდენი დოზა ვაქცინა დასჭირდება ეროვნული ლიგის სრულად აცრას?

კოპა ამერიკისთვის კომენბოლი სერიოზულად ემზადება და ფეხბურთელებს ჩინური ვაქცინით აცრიან, რათა ტურნირი მაქსიმალურად უსაფრთოდ ჩატარეს. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა და აჩი არველაძეები ჩინური “სინოფარმით” აიცრნენ

შოთა და აჩი არველაძეები სულ ცოტა ხნის წინ შიდსის ეროვნულ ცენტრში მივიდნენ და კორონავირუსის საწინააღმდეგო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა და აჩი არველაძეები ხვალ ჩინურ ვაქცინას გაიკეთებენ

შოთა და აჩი არველაძეები ხვალ შიდსის ეროვნულ ცენტრში ჩინური ვაქცინით, “სინოფარმით” აიცრებიან. არველაძეები ვაქცინას საჯაროდ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რამდენია ფილიპ ორშულას ხელფასი? – ფეხბურთელი, რომელიც მე-4 ლიგაში თამაშობს

“დინამო თბილისის” სლოვაკი ლეგიონერი ფილიპ ორშულა განაცხადშიც ვერ ხვდება და მე-2 გუნდში, მე-4 ლიგაში სათადარიგო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოთარ კიტეიშვილის გოლი “ზალცბურგის” კარში (ვიდეო)

9 მაისს, ავსტრიის ჩემპიონატის 29-ე ტურში ოთარ კიტეიშვილის “შტურმი” საკუთარ მოედანზე “ზალცბურგს” დაუპირისპირდა და 1:3 […...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამო თბილისი” ესპანელმა ფეხბურთელმა დატოვა

“დინამო თბილისის” ოფიციალური გვერდი იტყობინება, რომ “ესპანელ ლეგიონერს კარლოს კასტროსა და ჩვენს კლუბს შორის არსებული […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ სიტის” ყოფილი ფეხბურთელი მე-4 ლიგაში თამაშობს

“დინამო თბილისის” ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი, ფილიპ ორშულა მე-2 გუნდში თამაშობს და ისიც, ძირითადად შეცვლაზე. […...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე: “ჯერ გამგეობაში და საკრებულოში მუშაობის გამოცდილება გვჭირდება”

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე ბოლო დღეებში მედიაში გავრცელებულ ამბავს სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა. რამდენიმე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მჭედლიძეს მიკრო ტრავმა აქვს, თუმცა “დინამო” ჯერ არ დაუტოვებია

გუშინ ბათუმის “დინამომ” თბილისის “დინამო” 1-0 დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. მატჩამდე 3 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სანიოლი: “პირველი, ვისაც დავუკავშირდი, გიორგი მიქაუტაძე იყო”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გიორგი მიქაუტაძის შესახებ კომენტარი გააკეთა. ფრანგი სპეციალისტი ამბობს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი მიქაუტაძემ ფლეი-ოფის განმეორებით მატჩშიც გაიტანა (ვიდეო)

ბელგიის ჩემპიონატის ფლეი-ოფის განმეორებით შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძის “სერენი” სტუმრად “ვასლანდ-ბევერენს” უპირისპირდება. ქართ...
წაკითხვა