ბრიტანელი მინისტრი უეფას: „პსჟ“-ს ჩემპიონთა ლიგიდან გარიცხვაზე დაფიქრდით“

თარიღი: მაისი 29, 2014

დიდი ბრიტანეთის შრომისა და პენსიების მინისტრმა მაიკ პენინგმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის აწ უკვე დასრულებული გათამაშების მეოთხედფინალურ ეტაპზე, „პარი სენ-ჟერმენსა“ და ლონდონის „ჩელსის“ შორის გამართულ შეხვედრაში მომხდარი ინციდენტის გამო უეფამ ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირიდან პარიზული კლუბის გარიცხვის შესაძლებლობა უნდა განიხილოს.

მატჩს ლონდონიდან ჩასული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები დაესწრნენ. ბრიტანელთა თქმით, მათ პარიზელმა გულშემატკივრებმა შეურაცხყოფა მიაყენეს. სწორედ ამან გამოიწვია პენინგის აღშფოთება.

„კლუბის დაჯარიმებას აზრი არ აქვს, რადგან ეს ვერაფერს ვერ შეცვლის. ვფიქრობ, ღირს, რომ უეფამ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონში „პარი სენ-ჟერმენის“ მონაწილეობის მიზანშეწონილობა განიხილოს“, – განაცხადა მინისტრმა.

მატჩზე დამსწრე ერთ-ერთი ქომაგი ლიზი ჰეიდენი ამბობს, რომ მისი და „ჩელსის“ სხვა გულშემატკივრების მიმართულებით მონეტებს, საღეჭ რეზინებს, ბოთლებსა და სხვა საგნებს ისროდნენ.

„სახიფათო სიტუაცია შეიქმნა. ვგრძნობდი, რომ შანსი არ გვქონდა, რომელიმე ჩვენგანი სერიოზულ დაზიანებას მიიღებდა. თავი ჯოჯოხეთში მეგონა. მდგომარეობის გაკონტროლება არ შემეძლო. ჩვენ ათნი ვიყავით, ისინი კი – ათასობით. მეგონა, რომ მათ ვერ გამოვაღწევდით. მატჩის ბოლოს პანიკაში ჩავვარდი“, – აღნიშნა ჰეიდენმა.

ბექა დოგრაშვილი

televizorebi - ტელევიზორები
მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ბერნარდუ სილვას ორ ესპანურ გრანდს შორის უწევს არჩევანის გაკეთება

“მანჩესტერ სიტისა” და პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი, ბერნარდუ სილვა, ახალი გამოწვევების წინაშე დგას. Mundo Deportivo-ს [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

პოლ პოგბამ პრესკონფერენციაზე სპონსორი ჰეინეკენის ბოთლი ქვემოთ დადო (ვიდეო)

15 ივნისს, ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებმა გერმანია 1:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საინტერესო რამ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კილიან მბაპეს საოცარი სისწრაფე გერმანიასთან მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Mbappe great run #mbappe #france #euro2020 pic.twitter.com/fMKm3uX899 — Live Goals 🔴 (@GoalsLive7) June […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფა “იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგაზე დაუშვებს

ANSA-ს ცნობით, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ტურინის “იუვენტუსს” აცნობა, რომ მომდევნო სეზონში კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “დინამოს” მეტოქე ცნობილი

დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. გაირკვა, ვინ იქნება […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დანიელა სიმანი – სესკ ფაბრეგასის მეუღლე (ფოტო)

“მონაკოს” ნახევარმცველის, სესკ ფაბრეგასის მეუღლე დანიელა სიმანია. დანიელა ფაბრეგასზე 12 წლით უფროსია, თავად ფეხბურთელი კი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ემანუელ პეტიმ კილიან მბაპე საჯაროდ გააკრიტიკა

“არსენალისა” და საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ემანუელ პეტიმ, “პარი სენ-ჟერმენის” სუპერვარსკვლავ კილიან ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ყველამ იცის, რა მოხდა” – მბაპე ჟირუსთან ინციდენტზე

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა კილიან მბაპემ ოლივიე ჟირუსთან დაკავშირებულ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, 8 ივნისს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პლატინი: “კლუბებს თავიანთი ტურნირის შექმნის სრული უფლება აქვთ”

უეფას ყოფილმა პრეზიდენტმა, მიშელ პლატინიმ, ევროპის სუპერლიგისა და უეფას წარმომადგენლებს შორის არსებული კონფლიქტის თავისებური ხედვა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ევერტონი” “ლივერპულის” შემდეგ? ბენიტესი, შესაძლოა, ინგლისში დაბრუ

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Telegraph ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მერსესაიდული “ევერტონი” რაფაელ ბენიტესს დაუკავშირდა....
წაკითხვა
ფეხბურთი

მბაპე ჟირუზე გაბრაზდა და განცხადების გაკეთებას აპირებდა

ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბულგარეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ, საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელის ოლივიე ჟირუს მიერ გაკეთებულმა [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარკუს ტურამი, შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგაში ვიხილოთ

მიუნხენგლადბახის “ბორუსიას” ფრანგი ნახევარმცველი, მარკუ ტურამი, შესაძლო ინგლისის პრემიერ ლიგის ბინადარ “ტოტენჰემ ჰოტსპურს” შეუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პსჟ” დონარუმას გაიფორმებს, მაგრამ იტალიაში დატოვებს

“მილანის” იტალიელი მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმა, დიდი ალბათობით “პარი სენ-ჟერმენთან” გააფორმებს გრძელვადიან კონტრაქტს. ინფორმაცია...
წაკითხვა