ბრიტანელი ჟურნალისტი “გაგრას” ესტუმრა
24 თებერვალს, დავით პეტრიაშვილი არენაზე ბრიტანელ ჟურნალისტთან შეხვედრა გაიმართა. რობერტ ოკონორის საქართველოში სტუმრობის მიზანია კონფლიქტური ზონებისა და მათი წარმომადგენელი საფეხბურთო კლუბების ისტორიისა და დღევანდელი ყოფის შესწავლა, რომლის მიხედვითაც უახლოეს მომავალში წიგნის გამოცემას აპირებს.
ბრიტანელ ჟურნალისტს საფეხბურთო კლუბ გაგრას დირექტორი, ბატონი გოდერძი ჩიხრაძე გაესაუბრა. კლუბის წარმომადგენელმა ჟურნალისტს უამბო კლუბის დაარსების, მისი მიღწევებისა და ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ. საუბარი ასევე შეეხო კონფლიქტის დაწყების პერიოდს, აფხაზებთან ურთიერთობას და ა.შ.
რობერტ ოკონორი დღეს დილით აფხაზეთში გაემგზავრა.
იგი გაეცნობა ადგილობრივების საფეხბურთო ცხოვრებას და მათ დამოკიდებულებას დღეს არსებული მდგომარეობის შესახებ, რის შემდეგაც კვლავ თბილისში დაბრუნდება და კლუბის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შეხვდება.