ბრიტანული პრესა: “ბაიერნმა” იურგენ კლოპს დაუმიზნა
ბრიტანულ გამოცემას, Sunday Mirror-ს თუ დავუჯერებთ, მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი სამიზნე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე არა რომელიმე ფეხბურთელი, არამედ იურგენ კლოპი იქნება.
წყაროს ცნობით, “რეკორდმაისტერის” ხელმძღვანელები იტალიელი “პაპა კარლოს” მუშაობით უკმაყოფილონი არიან და მის ჩანაცვლებას უახლოეს მომავალში აპირებენ.
ასე რომ, გერმანიის მოქმედი ჩემპიონები კლოპისთვის, რომელმაც “ბორუსია დორტმუნდის” თავკაცის რანგში შვიდი სეზონი გაატარა და ორჯერ ქვეყნის ჩემპიონიც გახდა, საკმაოდ სარფიანი წინადადების შეთავაზებას აპირებენ.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ბავარიელები ამ დროისთვის მეორე პოზიციას იკავებენ ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში და სამი ქულით ჩამორჩებიან ლიდერ “ლაიფციგს”.